რატი ამაღლობელი

11 May. 2024, 22:02

დღეს დაიძრა საქართველო ყველა მიმართულებიდან. გამოუყვა მტკვარს, 300 არაგველს, გაერთიანდა მარცხენა და მარჯვენა. ჩვენი მოძრაობა დაიწყო 9 აპრილს, პირველი მარში 9 აპრილს იყო. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ 26 მაისს. ერთად უნდა ვიზეიმოთ 26 მაისი. გაუმარჯოს ჩვენს გზას 9 აპრილიდან 26 მაისამდე. გამოვიარეთ მთელი რუსთაველი, გამოვიარეთ მარცხენა და მარჯვენა სანაპირო და მოვედით თბილისის გულში, საქართველოს ისტორიის გულში. ჩვენი გული ფეთქავს. ჩვენ ჩვენი გულებიდან ავანთეთ საქართველო, გავათბეთ საქართველო, როგორც ვარსკვლავი, ელვარე ვარსკვლავი, ჩაუქრობელი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე. 

ნაცნობებო და უცნობებო, ადამიანებო, რომლებიც იცნობთ ერთმანეთს საქართველოთი, საქართველოს სიყვარულით, მოკიდეთ ერთმანეთს ხელები ვინც გვერდზე დგახართ. მოკიდეთ ხელები და აწიეთ მაღლა. ეს არის საქართველო — თავისუფალი, ლაღი, მოძრავი, დენადი, შეუჩერებელი.

ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას. ერთად უნდა გავუთენოთ და ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი. ავანთოთ ფარნები, ავანთოთ, დავანახოთ მსოფლიოს, დავანახოთ სამყაროს.

მიმართა რატი ამაღლობელმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილ ადამიანებს.
დღეს, 11 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ თბილისში ევროპის მარში იმართება. ხვალ, 12 მაისს კი რუსულ კანონს პარლამენტის წინ, 22:00 საათზე გააპროტესტებენ. აქციის სახელწოდებაა — "გავათენოთ საქართველოსთვის." 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო…