ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი

1 May. 2024, 00:28

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 30 აპრილს მშვიდობიანი შეკრების დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტს.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. თავის მხრივ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, "ძალადობა" გულისხმობს შეკრების მონაწილეთა მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას, რომლის შედეგადაც, მოსალოდნელია გარდაცვალება, ჯანმრთელობის ან საკუთრების სერიოზული დაზიანება.

შესაბამისად, კომიტეტის მითითებით, ძალადობად არ უნდა ჩაითვალოს, მათ შორის, უბრალო მიწოლა ან ხელის კვრა. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური — აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ხამენეის მხარდამჭერი აქციის კრიტიკის შემდეგ, გიგა ბოკერიას მარნეულელი რელიგიური პირი ეხმაურება
  2. ნათია თურნავა: ოთხმა ქართულმა ბანკმა SWIFT-ის ჩინურ ანალოგ CIPS-ში პირდაპირი წევრობის სურვილი გამოხატა
  3. მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
  4. არაფორმალურ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს კახეთში უმასპინძლა
  5. MEE: ირანმა შესაძლოა მიზანში ამოიღოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი, რომელიც ისრაელისთვის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბელგიის ქალაქ ლიეჟში სინაგოგასთან აფეთქება მოხდა — მთავრობა მომხდარს "ანტისემიტურ ფაქტად" აფასებს

ბელგიის ქალაქ ლიეჟში სინაგოგასთან აფეთქება მოხდა. ბელგიის პოლიციის ინფორმაცით, შემთხვევის შედეგად…