თეგეტა, სქილვილი და ჩართე გოგონების ციფრული მომავლის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგი, ნეო უნივერსიტეტ სქილვილთან და საქველმოქმედო ფონდ ჩართესთან ერთად, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც გოგონების ეკონომიკური გაძლიერებაა მათთვის ისეთ ციფრულ პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, როგორებიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიები.
თეგეტა ჰოლდინგი საქველმოქმედო ფონდ ჩართეს ბენეფიციარ 10 გოგონას ინფორმაციული ტექნოლოგიებისა (IT) და პროგრამირების 7-თვიან კურსებს დაუფინანსებს. გოგონებს საშუალება ექნებათ, ორ სხვადასხვა მიმართულებას შორის თავად აირჩიონ სასურველი კურსი. სწავლის დასრულების შემდეგ კი სამ წარჩინებულ გოგონას შესაძლებლობა მიეცემა, 3-თვიანი სტაჟირება გაიაროს თეგეტას ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტებში, დასაქმების პერსპექტივით.
ახალი ერთობლივი პროექტის შესახებ სქილვილის მიერ გამართულ დასაქმების ფორუმზე დაანონსდა, რომელიც სასტუმრო პულმანში გაიმართა. ღონისძიებას კერძო, სახელმწიფო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფოტო: თეგეტა
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "ჯერ კიდევ არსებობს სფეროები, სადაც ქალებს თავის დასამკვიდრებლად და წარმატების მისაღწევად ბარიერების გადალახვა უხდებათ. ამ სტერეოტიპის დასაძლევად და იმის დასამტკიცებლად, რომ გოგონების ადგილი ტექშია, ახალი პროექტი დავიწყეთ. თეგეტა ჰოლდინგი, სქილვილთა“ ერთად, მომდევნო 7 თვის განმავლობაში სწავლას დაუფინანსებს რეგიონებში მცხოვრებ 10 გოგონას, რომლებსაც სურთ მაღალანაზღაურებად პროფესიებში რეალიზება, აინტერესებთ პროგრამირება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, IT პროექტების მართვა, ციფრული პროექტების ტესტირება, გრაფიკული დიზაინი და ა.შ. ჩვენი მიზანია გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევა, განსაკუთრებით თეგეტას საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რამდენადაც კომპანიაში მუდამ ვზრუნავთ სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე".
პროექტის თეგეტა გოგონების ციფრული მომავლისთვის ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრები 10 ახალგაზრდა გოგონა თეგეტას მხარდაჭერით სქილვილში ციფრულ პროფესიებს დაეუფლება და მაღალანაზღაურებად სფეროებში შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. სქილვილი ყველაზე მასშტაბური ნეო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც 2018 წლიდანაა განათლების სფეროში ჩართული და სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის მომავლის პროფესიონალებს.
ლანა ჩხარტიშვილი, სქილვილ საქართველოს დირექტორი: "სქილვილი, როგორც ინოვაციებზე მორგებული ონლაინ ნეო უნივერსიტეტი, მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდების ტექნოლოგიური და ციფრული მიმართულებით განათლებაში ჩართვაზე. ამ მიზნით ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან და ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი და თანამოაზრე ამ საქმეში ისეთი მსხვილი კომპანიაა, როგორიც თეგეტა ჰოლდინგია. ძალიან საამაყოა, რომ, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტ გოგონას მივცემთ შესაძლებლობას, დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად ციფრულ პროფესიებს და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურებში".
საქველმოქმედო ფონდ ჩართეს“ ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან ლეპტოპებითა და ინტერნეტით. ეს შესაძლებლობა მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომავლის ციფრული პროფესიების ონლაინ დაუფლებაშიც დაეხმარება. ფონდი თავისი ბენეფიციარებიდან ახალი პროექტისთვის მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, კითხვარისა და გასაუბრებების საფუძველზე, ციფრული პროფესიებით დაინტერესებულ გოგონებს შეარჩევს. სწავლა 19 აპრილს დაიწყება.
ქალების მხარდაჭერა და მათი როლის გაძლიერება თეგეტა ჰოლდინგისთვის კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ზრუნავს სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე.
ცნობისთვის, ჩართე საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, დაუფინანსოს ინტერნეტი და კომპიუტერი რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. პლატფორმა 100%-ით გამჭვირვალეა და ვებგვერდზე აღრიცხულია თითოეული ხარჯი, მოსწავლე, დონორი, რეგიონი და გუნდის თითოეული წევრი.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
კომენტარები