ლევან ხაბეიშვილი

13 Mar. 2024, 16:20

ადამიანების, მოქალაქეების მთავარი შეკითხვა არის ივანიშვილთან, კობახიძესთან და ივანიშვილის ხელისუფლებასთან — რატომ გაუძვირდათ საწვავი?

როგორ ხდება, რომ ოც ლიტრს რომ ასხამდნენ 39 ლარად, დღეს 62 ლარის გადახდა უწევთ იგივე რაოდენობის საწვავში?

როგორ ხდება, რომ ამ 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ფაქტობრივად, ათი ლიტრი საწვავი მოპარა ჩვენს მოქალაქეებს, მძღოლებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ საწვავს და შესაბამისად, საწვავის გაძვირება კიდევ დამატებით სხვადასხვა პროდუქციის გაძვირებას იწვევს.

ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც აინტერესებს მოქალაქეებს და ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს ივანიშვილმა და კობახიძემ — რატომ ძვირდება საწვავი და როგორ ხდება, რომ ერთ ლარად და 65 თეთრად მოდის საქართველომდე.

ფოთამდე, ბათუმამდე საწვავი ჯდება ერთი ლარი და 65 თეთრი და ფოთის, ბათუმის პორტიდან რომ გამოდის, ფაქტობრივად, 200 მეტრში, უკვე საწვავი ხდება სამი ლარი და მეტი.

ფაქტობრივად, ორმაგდება თანხა. ეს არის შეკითხვა, რომელზეც უნდა გასცენ პასუხი. რატომ და როგორ გააძვირა საწვავი ივანიშვილმა და კობახიძემ?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ