5 შესაძლებლობა ფულის ინვესტირებისთვის
ფოტო: Pexels
თანამედროვე სამყაროში კაპიტალის ინვესტირების არაერთი შესაძლებლობა არსებობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე საინვესტიციო პროდუქტს შეარჩევ, ყველა შესაძლო ალტერნატივა განიხილო და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღო.
გასათვალისწინებელია, რომ როგორც წესი, გრძელვადიან პერიოდში ნაღდი ფულის ღირებულება ეცემა — თუმცა, თუ ფულად სახსრებს სწორი მიმართულებით მიმართავ, შენი კაპიტალი შემცირების ნაცვლად გაიზრდება.
ამ სტატიაში იმ 5 შესაძლებლობაზე გიყვებით, სადაც შენი ფულადი სახსრების ინვესტირება შეგიძლია.
1. უძრავი ქონება
ფოტო: Dribbbl
უძრავ ქონებაში ფულის ჩადება ინვესტირების ერთ-ერთი მოგებიანი საშუალებაა. ამ დროს რამდენიმე გამოსავალია: პირველ შემთხვევაში ყიდულობ უძრავ ქონებას, რომელსაც აქირავებ და ამ გზით იღებ შემოსავალს. ან ფულს აბანდებ უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტებში, რაც ამ სექტორში ფულის ჩადების კიდევ უფრო მარტივი გზაა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უძრავ ქონებაში სწორად ჩადებული ინვესტიცია დიდი ამონაგების მომტანი შეიძლება იყოს. რაც მთავარია, ამ და სხვა ნებისმიერ შემთხვევაში საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე ბაზარი სიღრმისეულად უნდა შეისწავლო.
2. ძვირფასი ნივთები
ამ სფეროში გამოცდილი ადამიანები ამბობენ, რომ ფინანსური ბაზრების კრიზისების დროს ოქრო, ვერცხლი და სხვა ძვირფასი ლითონები საკმაოდ მდგრადები არიან.
გარდა ლითონებისა, ძვირფას ნივთებს შორის ხელოვნების ნიმუშები, ავეჯი და სხვადასხვა სახის ნივთიც შეგიძლია განიხილო. გაითვალისწინე, რომ ყველაფერი ის, რისი ღირებულებაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გაიზარდოს — საინვესტიციო პროდუქტია. ამასთან, მეტი ყურადღება დაუთმე იმ სფეროს, რომელშიც უფრო მეტად გამოცდილი ხარ და მეტ ცოდნას ფლობ, რადგან ეს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარება.
3. საბანკო ანაბარი
ფოტო: Dribbble
ფულის შენახვის შესაძლებლობას საბანკო ანაბარიც იძლევა. ეს ინვესტირების შედარებით მარტივი ხერხია, რომელსაც, როგორც წესი, დამწყები ინვესტორები მიმართავენ ხოლმე.
ანაბარზე თანხის განთავსებამდე შენ გარშემო არსებული ყველა შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია კარგად მოიკვლიე. განსაზღვრე ვალუტა და პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეინახავ ფულს. ეს ის ორი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომელთა მიხედვითაც შენთვის მისაღები სარგებელი დაითვლება. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდი, რა არის შენი მიზანი და როგორ გინდა ამ მიზნამდე მისვლა.
4. აქციებში ინვესტირება
ფოტო: Dribbbl
თანამედროვე სამყაროში საფონდო ბირჟებზე აქციებით ვაჭრობა ინვესტირების ერთ-ერთი ყველაზე მიღებული პრაქტიკაა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ დროს ყიდულობ კომპანიის ფასიან ქაღალდს იმ გათვლით, რომ მისი ფასი დროის გასვლის შემდეგ გაიზრდება — შენ მას გაყიდი და ამონაგებს მიიღებ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენს გარშემო მსოფლიოში ცნობილი კომპანიების აქციებით ათასობით ადამიანი ვაჭრობს — საქართველოს ბანკის მობილბანკის ინვესტიციებს უკვე უამრავი მომხმარებელი ჰყავს. მობილბანკის საშუალებით ინვესტირების დაწყება მარტივად, ნებისმიერი თანხით არის შესაძლებელი. ამასთან, შეგიძლია იყიდო კომპანიის სრული აქცია, ან მისი ნაწილი. მობილბანკი საშუალებას გაძლევს თვალი ადევნო კომპანიების ფასიანი ქაღალდების ზრდისა და შემცირების დინამიკასაც.
5. ETF-ში ინვესტირება
ფოტო: Dribbble
ETF გაცვლითი სავაჭრო ფონდია, რომელში ინვესტირებითაც თანხას აქციების კრებულში აბანდებ. ასეთი ფონდების ფასიანი ქაღალდები აქციების მსგავსად ივაჭრება. ამასთან, ეს პროდუქტი ინვესტორებისთვის ნაკლებად სარისკოდ ითვლება, რადგან აქ ფულის ჩადებით შენი პორტფელი დივერსიფიცირებულია.
დივერსიფიკაცია რისკების მართვის ჭკვიანური სტრატეგიაა, რომელიც საინვესტიციო პორტფელის იმგვარად დაყოფას გულისხმობს, რომ იგი აერთიანებდეს სხვადასხვა ტიპის ფასიან ქაღალდს — აქტივებს, რომელთაც საფონდო ბირჟებზე განსხვავებული ქცევა ახასიათებთ.
ინვესტორებს შორის პოპულარული ფონდებია: Invesco QQQ ETF, SPDR Fund, Vanguard Information Technology, First Trust Dow Jones Internet Index ETF და სხვები.
საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.
*ეს არ არის ფინანსური რჩევა
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
კომენტარები