Facebook, Instagram და Threads შეფერხებით მუშაობს. ანგარიშებიდან მომხმარებელთა ავტორიზაცია ავტომატურად გაუქმდა. პაროლის შეყვანის შემთხვევაში შეუძლებელია ხელახლა ავტორიზაცია და ანგარიშზე შესვლაც. მომხმარებელთა ნაწილთან ხარვეზი უკვე გამოსწორდა.

Meta, ამ სოციალური ქსელების მშობელი კომპანია, ამბავს სტატუსების გვერდზე ეხმაურება:

"ჩვენთვის ცნობილია პრობლემის შესახებ, რომელიც Facebook-ზე შესვლას ეხება. ჩვენი ინჟინრების გუნდი აქტიურად მუშაობენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ პრობლემა".

Meta-ს კომუნიკაციების მენეჯერმა, ენდი სტოუნმა, ხარვეზი დაადასტურა და X-ზე დაპოსტა, რომ კომპანიისათვის "ცნობილია, რომ ადამიანებს სერვისების წვდომის პრობლემა აქვთ" და დაამატა, რომ კომპანია პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.

მასალა ახლდება...