4400 გაყიდული ავტომობილი — Tegeta Cars-ის 2023 წლის შეჯამება და გეგმები ელექტროტრანსფორმაციის გზაზე
ფოტო: თეგეტა
საავტომობილო წარმოება ერთ-ერთია იმ ინდუსტრიებს შორის, რომლებშიც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. მსოფლიო ბრენდები ერთმანეთის მიყოლებით აახლებენ და თანამედროვეობას არგებენ ბიზნესპროცესებს, მნიშვნელოვნად ცვლიან კონცეფციას წარმოებაში. მთავარი აქცენტი — ელექტრიფიცირებაზე, ხოლო მომსახურების სფეროში, ინდივიდუალურ მიდგომაზე კეთდება.
ამ ახალ სტანდარტებზე მორგებული პროექტებითა და გაყიდვების მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლებით იწყებს წლის შეჯამებას Tegeta Cars-ის დირექტორი, პეტრე წაქაძე. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2023-ში Tegeta Cars-მა 4400 ახალი ავტომობილი გაყიდა და წელი 650 000 000 ლარის შემოსავლით დაასრულა.
პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: "ბოლო წლებში სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული შეფერხებები საავტომობილო სფეროში სრულად ამოწურულია, მოთხოვნა მიწოდების პროცესი კი — გამართული. ამას მოწმობს Tegeta Cars-ის გასული წლის მონაცემებიც: 2022-თან შედარებით, საავტომობილო გაყიდვებში 55%-იანი ზრდა გვქონდა. შემოსავლის კუთხით კი, რომელიც სერვისსაც აერთიანებს, საერთო ჯამში, 60%-იანი ზრდა დაფიქსირდა".
მომსახურების კიდევ უფრო მაღალი ხარისხი, მეტი კომფორტი და უსაფრთხოება, ელექტრომობილები, შესაფერისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და მომავლის შოურუმები, — ასეთია საერთაშორისო ტრენდი საავტომობილო სფეროში. ეს არის თეგეტას არჩევანიც — მიჰყვეს თანამედროვე ტენდენციებს. სწორედ ასეთი, სრულიად ახალი მიდგომით შეიქმნა Tegeta Cars-ში შემავალი "ვოლვო ქარ საქართველოს" შოურუმიც, სადაც საექსპოზიციო და მომსახურებისათვის განკუთვნილი სივრცეები ერთად არის თავმოყრილი. უსაფრთხოება, მაღალი სანდოობა, ზრუნვა მომხმარებელსა და ეკოლოგიაზე — შვედური ბრენდის ამ მოთხოვნებს თეგეტამ მასშტაბური პროექტით უპასუხა და კავკასიის რეგიონში პირველი Volvo Retail Experience კონცეფციაზე დაფუძნებული ცენტრი გახსნა.
"ვოლვოს ახალი შოურუმი გასული წლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია და მისი წარმატებით განხორციელება სულ რამდენიმე დღის წინ ბრენდის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებმა "საოპერაციო ლიდერის" ჯილდოთი დაგვიდასტურეს“, — აცხადებს პეტრე წაქაძე.
60-მილიონიანი პროექტი, "თეგეტა მოტორსის" მულტიფუნქციურ საავტომობილო კომპლექსთან ერთად, "ვოლვო ქარ საქართველოს" შოურუმსა და უახლესი დანადგარებით აღჭურვილ სერვისს მოიცავს. ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია დამტენები ელექტრომობილებისათვის. მანქანების სადგომი და ენერგოეფექტური შენობის სახურავი კი მზის პანელებით აღიჭურვა, რომლებიც წელიწადში 442 500 კილოვატ განახლებად ენერგიას გამოიმუშავებს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ბიზნესისადმი ლოიალობა დღეს მხოლოდ მომხმარებელსა და კომპანიას შორის ღირებულებითი კავშირით მიიღწევა, რაც სწორედ მსგავს ეკომეგობრულ მიდგომებს ემყარება.
პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: "ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტის განვითარების ხელშეწყობა თეგეტას მდგრადი მიზნების ჩამონათვალშია, რომელთა განსახორციელებლადაც კომპლექსური მიდგომა ავირჩიეთ: საჭიროა გაყიდვების შემდგომი, სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურება და, ცხადია, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამ მისწრაფებას კონკრეტული ქმედებებით ვპასუხობთ — რამდენიმე წელია, დავიწყეთ საქართველოს მასშტაბით ელექტროდამტენების მონტაჟი და ამ ქსელს ინტენსიურად ვაფართოებთ. მწვანე ემისიის ფარგლებში, თეგეტამ, შარშან 70 დასამუხტი სადგურის განთავსების ვალდებულება აიღო, რასაც, ასევე, დაემატება სწრაფდამტენები ჰოლდინგის ფილიალებში. 2024-ის ბოლოსთვის, ვფიქრობთ, 150-მდე დამტენს დავამონტაჟებთ ქვეყნის ყველა რეგიონში.
პარალელურად, მეტი სიმარტივისათვის უკვე ვმუშაობთ აპლიკაციაზე, რომლის დახმარებითაც ელექტრომობილების მფლობელები შეძლებენ, წინასწარ მოიძიონ რუკაზე და დაჯავშნონ დამტენი სასურველ ლოკაციაზე".
გასული წლის ჩამონათვალშია Tegeta Cars-ის პორტფელის ზრდაც. კომპანიას მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი, Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბრენდი Geely Auto შეემატა. გამძლე, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი ავტომობილები ხელმისაწვდომი ფასებითაც გამოირჩევა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ მახასიათებლების შედეგია, რომ სიახლის მიუხედავად, Geely-ს გაყიდვებმა ყველა მოლოდინსა და გეგმას გადააჭარბა. თეგეტაში აცხადებენ, რომ პარტნიორობის პროცესში მნიშვნელოვანი იყო ის კონცეპტუალური თანხვედრაც, რომელსაც Geely Auto მიჰყვება და რაც უპირველესად წიაღისეული საწვავიდან ახალ ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს. Tegeta Cars აპირებს ქართულ ბაზარზე Geely-ს ელექტრომობილებიც შემოიტანოს.
ამ გარდამავალ პერიოდში, სანამ საავტომობილო ბაზარი მთლიანად ელექტრომობილებით დაიტვირთება, ლოგიკურია მეტი დაინტერესება დამუხტვადი ჰიბრიდებით. მაგალითისათვის, "ვოლვო ქარ საქართველოში" Plug in Hybrid-ზე მოთხოვნა, 2022-თან შედარებით, გასულ წელს 150%-ით გაიზარდა. პარალელურად, გასულ წელს პირველად გაიყიდა ვოლვოს სრულად ელექტრული მოდელებიც — Volvo C40 და Volvo CX40. ძალიან მალე კი შვედური ბრენდის ახალი EX30 ჩაეშვება სარეალიზაციოდ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბარსელონაში გამართული პრეზენტაციის შემდეგ, სრულად ელექტრული EX30 რამდენიმე თვეში თბილისის შოურუმშიც გამოჩნდება.
ახალი ელექტრომოდელების მოლოდინშია Tegeta Cars-ში შემავალი "პორშე ცენტრი თბილისიც", რომელმაც გასულ წელს, საერთო ჯამში, დაგეგმილზე მეტი, გერმანული პრემიუმ ბრენდის, Porsche-ს, 360 ახალი ავტომობილი გაყიდა. Porsche Taycan-ის შემდეგ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ელექტრიფიცირებული ავტომობილია, "პორშე ცენტრი თბილისის" შოურუმში მალე Porshce Macan-ის ელექტრომოდელი იქნება წარმოდგენილი.
"Porshce Macan-ის მსოფლიო პრემიერა ცოტა ხნის წინ გაიმართა და მალე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. უკვე არსებულ SUV-ებს შორის ეს მოდელი ერთ-ერთი საუკეთესო აეროდინამიკით გამოირჩევა. სრული დამუხტვის შემთხვევაში, ელექტრომობილი 600-მდე კილომეტრის დაფარვას შეძლებს.
ასევე დიდია მოლოდინი განახლებული Porsche 911-ის მიმართ, რომელსაც 2024 წლის ბოლოსათვის ველოდებით", — ამბობს პეტრე წაქაძე.
სულ მალე ახალ ავტომობილს, Toyota CHR-ს, წარადგენს Tegeta Cars-ის კიდევ ერთი კომპანია "ტოიოტა ცენტრი თეგეტა", რომელსაც გაყიდვებში, 2022-თან შედარებით, 75% იანი ზრდა აქვს, რაც, კომპანიის განმარტებით, რეკორდული მაჩვენებელია. პარალელურად, იგეგმება განახლებული შოურუმის გახსნაც, სადაც, ვოლვოსა და პორშეს მსგავსად, მომსახურების ახალი, მთლიანად მომხმარებლის კომფორტზე მორგებული პრაქტიკა დაინერგა.
სამზადისია აჭარაშიც, სადაც "ტოიოტა ცენტრი ბათუმის" ტერიტორიაზე სამღებრო-სათუნუქე სერვისი თებერვალში გაიხსნება. მსგავსი ტიპის სერვისი საქართველოს ზღვისპირა რეგიონში პირველია. ცენტრი, ტოიოტას გარდა, სხვა ბრენდების ავტომობილებსაც მოემსახურება.
გასულ წელს გამორჩეული და მაღალი დონის მომსახურებაში თავისი სიტყვა თქვა Europcar Georgia-მ. Tegeta Cars-ში შემავალმა ავტოგაქირავების კომპანიამ მსოფლიო ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული Worl Travel Awards-ის ჯილდო მოიპოვა.
პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: "განსაკუთრებულია ამ ჯილდოს გაცემის სპეციფიკა. კომპანიას უშუალოდ მომხმარებლები, საერთაშორისო ტურისტები აფასებენ გაწეული მომსახურების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ Europcar Georgia-სთვის ამ ნომინაციაში ეს უკვე მეორე გამარჯვებაა, რაც ნათლად მოწმობს, რომ კომპანია ხარისხის კიდევ უფრო ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
აღებული კურსი რეგიონული გაფართოებითაც დასტურდება, თავის გამოცდილებას Europcar Georgia უკვე უზბეკეთშიც ნერგავს, როგორც ავტომობილების დღიური გაქირავების, ისე კორპორაციული მიმართულებით".
რეგიონის ბაზრებზე გასვლას გეგმავს Tegeta Cars-ში შემავალი Auto Gallery-ც, რომელმაც 2024 წელი სიახლით დაიწყო. Auto Gallery-მ, რომელიც ამერიკული ოფ-როუდ ბრენდის Polaris-ის ოფიციალური წარმომადგენელია, კიდევ ერთ ცნობილ ამერიკულ კომპანიასთან გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება. ეს არის მოტოციკლების მწარმოებელი კომპანია Indian, რომლის პროდუქციასაც, საქართველოს გარდა, Auto Gallery მეზობელ ქვეყნებშიც გაიტანს.
გასულ წელს დაიწყო და 2024-ის პრიორიტეტულ მიმართულებებშია შიდა ლიზინგის მიმართულების გაძლიერება. შეიქმნა "თეგეტა ლიზინგი", რომელიც მომხმარებელს მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს.
"ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული საშუალება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში და სტანდარტული სესხისაგან განსხვავებით ბევრი უპირატესობა აქვს. პროდუქტის შეძენის პროცედურა უფრო მოქნილია. ვფიქრობთ, ჩვენს მომხმარებელს გავუმარტივებთ პროცესს და ფინანსური რესურსის უფრო კომფორტულად გადანაწილების შესაძლებლობას მივცემთ", — პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი.
Tegeta Cars-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ფოკუსშია, ასევე, ახალი შოურუმის გახსნა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც Geely Auto, Auto Gallery და "მაზდა ცენტრი თეგეტა" თავიანთ სამოდელო რიგს წარმოადგენენ და მომხმარებელს, პროდუქციასთან ერთად, გაყიდვების შემდგომ მომსახურებასაც გაუწევენ.
დაწყებულია მუშაობა მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც "ვოლვო ქარ კავკასია" თბილისის შემდეგ Volvo Retail Experience კონცეფციით შექმნილ ახალ შოურუმს ბაქოში წარადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პროცესი სადილეროს გახსნისათვის ყაზახეთშიც. თანამშრომლობისათვის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანისა შემდეგ, "ვოლვო ქარ კავკასიის" პორტფელში ეს უკვე მესამე ლოკაცია იქნება და თავის წვლილს შეიტანს რეგიონის ავტოინდუსტრიის განვითარებაში.
"თეგეტა ჰოლდინგში" შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian — კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა, კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, "თეგეტა ქარსი" არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა




კომენტარები