Google Chrome-ს კონკრეტული პარამეტრი აქვს, რომელიც ბრაუზერის გამოყენებისას კომპიუტერის ასწრაფებაში დაგეხმარებათ. მას Memory saver ჰქვია, მეხსიერების დამზოგავი, და განსაკუთრებით გამოსადეგია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც Chrome-ზე ხშირად უამრავი ჩანართი აქვთ გახსნილი.

ასევე იხილეთ: თუ თქვენი ლეპტოპი ნელა მუშაობს, შესაძლოა, ეს ნაკლებად ცნობილი მეთოდი დაგეხმაროთ

Chrome საკმაოდ დიდ ოპერატიულ მეხსიერებას (იგივე RAM) იყენებს. რაც მეტი ჩანართი გაქვთ გახსნილი ერთდროულად, მით მეტ RAM-ს იყენებს ბრაუზერიც. მეორე მხრივ, რაც მეტ მეხსიერებას იყენებს იგი, სხვა პროგრამებისა და პროცესებისთვის ნაკლები რესურსი რჩება. შესაბამისად, ისინი სწრაფად ვეღარ მუშაობს და კომპიუტერი ნელდება. ეს საუკეთესო მონაცემების მქონე მოწყობილობებსაც კი შეიძლება დაემართოს.

ჩანართები რომ არ დავხუროთ, ამ პრობლემის გადაჭრაში სწორედ Memory saver დაგვეხმარება. ეს ფუნქცია გახსნილ ჩანართებს "დეაქტივაციას" უკეთებს და ამ გზით სხვა პროცესებისათვის მეხსიერებას ათავისუფლებს. როდესაც ჩანართზე გადახვალთ, იგი ჩვეულებრივად გააქტიურდება, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

///

იმ შემთხვევაში, თუკი მეხსიერების დამზოგავი ჯერაც არ ჩაგირთავთ, ამ მარტივ ინსტრუქციას შეგიძლიათ მიჰყვეთ. გაითვალისწინეთ, რომ მეხსიერების დამზოგველი Chrome-ის მობილურ აპლიკაციაზე არ მუშაობს.

1. შედით Chrome-ის პარამეტრებში

ფოტო: Future

Chrome-ის პარამეტრებში (settings) შესასვლელად შეგიძლიათ, მისამართის ზოლში "chrome://settings" ჩაწეროთ და შემდეგ enter-ს დააჭიროთ. პარამეტრებში შესვლას ბრაუზერის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული სამი წერტილიდანაც შეძლებთ, settings ღილაკიდან.

2. აირჩიეთ Performance

Performance ღილაკს მარცხენა მხარეს არსებულ მენიუში იპოვით.

3. ჩართეთ მეხსიერების დამზოგველი

ფოტო: Future

წარწერის Memory saver გასწვრივ შესაბამის ჩამრთველს დააჭირეთ და სულ ესაა.

თუკი Chrome-ზე ხშირად ბევრი ჩანართი გაქვთ გახსნილი და პარალელურად სხვა პროგრამებიც, სიჩქარეში განსხვავებას უფრო მარტივად შეამჩნევთ.

თუკი ეს არ გაკმაყოფილებთ, ბრაუზერის მუშაობის გასაუმჯობესებლად სხვა გზებიც არსებობს, მაგალითად ბრაუზერის ქეშ-მეხსიერების გასუფთავება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.