რა შემთხვევაში შეიძლება გაათავისუფლონ ჩიქობავა და ხასაია
მოკლედ: პროკურორი როინ ხინთიბაძე, რუსთავი 2-თან ინტერვიუში საუბრობს იმ წინაპირობების შესახებ, რა შემთხვევაშიც, შესაძლოა, გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობიდან გაათავისუფლონ.
დეტალები: ხინთიბაძე ამბობს, რომ ჩიქობავასა და ხასაიას მიმართ პატიმრობის მოთხოვნას, სხვა გარემოებებთან ერთად, საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ ისინი არ ინანიებდნენ ჩადენილს და ზიანი არ ჰქონდათ ანაზღაურებული.
სტრიქონებს შორის: კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებენ ბრალდებას — აღიარებენ ნივთის დაზიანების ფაქტს, თუმცა, არ ეთანხმებიან ბრალდების იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამას ჯგუფური ხასიათი ჰქონდა.
- "იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის, პატიმრობა შეიცვალოს უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით", — განაცხადა პროკურორმა.
- On.ge დეტალების გარკვევას ბრალდებულების ადვოკატთან ცდილობს. მასთან დაკავშირების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
კონტექსტი: კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების პროცესისას დააკავეს, აღსრულების პოლიციის ავტომობილის დაზიანებისთვის.
- პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულებმა სახელმწიფო უწყებას 3 380 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს.
- ორივე მათგანს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სოლიდარობის კამპანია დაკავებულთა მიმართ: დაკავებულების მიმართ სოლიდარულია აკადემიური საზოგადოება. ორივე მათგანი — ხასაიაც და ჩიქობავაც ლექტორები არიან.
- 26 იანვარს, მათი გათავისუფლების მოთხოვნით მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ თსუ-ს ადმინისტრაცია დაიკავა.
- დღეს, 30 იანვარს, ილიას უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ საჯარო წერილით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც ნათქვამია, რომ დაკავებულ ლექტორებს აკადემიური საზოგადოება ახასიათებს, როგორც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებს.
- ილიას უნივერსიტეტის რექტორის განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას განცხადება მოჰყვა:
- "აკაკი ჩიქობავა არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ფორმა არის მკაცრი და ვთხოვთ სასამართლოს აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი იქნას აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ფორმით", — წერია განცხადებაში.
- მანამდე, 27 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ აკაკი ჩიქობავას, როგორც თსუ-ს მოწვეულ პროფესორს.
ბოლო ხაზი: მოძრაობა ხმამ, რომელიც აქტიურად აპროტესტებს გასახლების პოლიტიკასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომებს, მარში დააანონსა 4 თებერვალს და ამბობენ, რომ დაკავებული ლექტორების გათავისუფლების მოთხოვნა ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იქნება.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები