როგორ წარმოიქმნება ნავთობი
ბევრს ჰგონია, რომ ნავთობი დინოზავრებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ეს მითია და არ არის სიმართლე. ნავთობი დინოზავრების ნაშთებისგან არ გაჩენილა.
"რატომღაც ბევრს მიაჩნია, რომ ნავთობი დინოზავრების ნარჩენებისგან გაჩნდა. თუმცა, ეს სიცრუეა. რეალურად, ნავთობი ტრილიონობით პატარა წყალმცენარისგან და პლანქტონისგან ჩნდება", — განმარტა გეოლოგმა რეიდარ მიულერმა.
ეს წყალმცენარეები და პლანქტონები ათობით ან ასეულობით მილიონი წლის წინ დაიხოცნენ. შემდეგ ისინი ჩაიძირნენ წყლის ფსკერზე. ეტაპობრივად ეს მასალა დაგროვდა და დაილექა. საბოლოოდ, მილიონობით წლის შემდეგ მაღალი წნევისა და დაბალი ჟანგბადის გარემოში, ეს მასალა "მოიხარშა" და გადაიქცა იმ წებოვან შავ ნივთიერებად, რომელსაც ჩვენ ადამიანები ნავთობს ვუწოდებთ.
წარმოქმნის შემდეგ ნავთობი ნელ-ნელა ზემოთ მოიწევს, თუმცა საბოლოოდ მაინც მიწის გაბურღვაა საჭირო რათა მან გარეთ გამოაღწიოს.
რაც შეეხება დინოზავრებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი წყლის ქვეშ აღმოჩენილიყვნენ. შესაბამისად, მათი ნარჩენების ნავთობად გადაქცევა არარეალურია. ცალკე საკითხია სხვა ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში მათი ნარჩენებისგან არაფერს დატოვებდნენ.
აღსანიშნავია რომ ორგანული ნივთიერებების ნავთობად გადასაქცევად ისეთი გარემოა საჭირო, რომელშიც ნაკლები ჟანგბადია. შესაბამისად, ასეთ გარემოში პლანქტონი და წყალმცენარე ხვდება.
კომენტარები