როგორ ვაჭამეთ მცენარეს ფაროსანა — STEM მარტივად
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ბუნებაში მრავალი გასაოცარი ფენომენი გვხვდება და ეს არა მხოლოდ ფაუნის, არამედ ფლორის წარმომადგენლებსაც ეხება. მაგალითად, არსებობს მცენარეები, რომლებიც, არც მეტი, არც ნაკლები, მწერებით იკვებება. ერთ-ერთი მათგანი ვენერას ბუზიჭერიაა.
მაინც როგორ ახერხებს ეს მცენარე სხვადასხვა მწერის დაჭერასა და მონელებას? ამის შესახებ ნინო ციბაძე, ბიოლოგიის მასწავლებელი, პროექტის "STEM მარტივად" ფარგლებში მომზადებულ ახალ ვიდეოში გვესაუბრება. თვალსაჩინოებისთვის ის ვენერას ბუზიჭერიას ფაროსანათი გამოკვებავს და აგვიხსნის, რა პროცესები მიმდინარეობს ფოთლებში ამ დროს.
კომენტარები