CES 2024: სხეულის კამერა, რომელიც თქვენი ცხოვრების ყოველ დეტალს აღბეჭდავს
PhoneCam კიდევ ერთი საინტერესო ტექნოლოგიაა, რომელიც CES 2024-ზე წარადგინეს. შემქმნელების თქმით, ამ ტექნოლოგიას პირადი უსაფრთხოების მხრივ რევოლუციის მოხდენა შეუძლია.
ასევე: CES 2024: როგორი იქნება Samsung-ის ახალი ტელევიზორები
მხოლოდ 69 დოლარის ღირებულებით, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სხეულის ეს კამერა გთავაზობთ კომფორტისა და უახლესი ტექნოლოგიის შეუდარებელ ნაზავს. მისი ფასი ტექნოლოგიას თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.
კამერას დახვეწილი და კომპაქტური დიზაინი აქვს. ზომის მიუხედავად მას 1080p გამოსახულების გადაღება შეუძლია და 30fps 120 გრადუსიანი ფართო კუთხითი ლინზები გააჩნია.
ცალკე აღნიშვნის ღირსია AI ალგორითმი, რომელიც კამერის შესაძლებლობებს კიდევ უფრო აუმჯობესებს. ხელოვნური ინტელექტი არეგულირებს კამერას დაბალი განათების პირობებშიც, რაც უზრუნველყოფს ნათელსა და მკაფიო კადრებს ნებისმიერ სიტუაციაში.
CES-ზე აღნიშნეს, რომ კამერის გამოყენება მარტივია და ეს PhoneCam-ის დიზაინის ფუნდამენტური ასპექტია. ღილაკზე ხელის ერთი დაწკაპუნებით კამერა შეუფერხებლად უკავშირდება სმარტფონსა და ვებ აპლიკაციებს.
საგანგებო სიტუაციაში ღილაკზე ორჯერ დაჭერით ამოქმედდება სპეციალური ფუნქცია, რომლითაც შესაძლებელია მომხმარებლის ადგილმდებარეობის გაზიარება. პირადი უსაფრთხოების გარდა, PhoneCam შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ველოსიპედისა და ავტომობილის კამერა.
მოხსენებაზე ხაზი გაესვა მონაცემების უსაფრთხოებასაც. PhoneCam მკაცრად იცავს მონაცემთა უსაფრთხოების მკაცრ პროტოკოლებს, რაც უზრუნველყოფს ვიდეომასალის დაცულობას.
კომენტარები