წყალზე მოტივტივე ნემსი, ანუ როგორ მუშაობს ზედაპირული დაჭიმულობა — STEM მარტივად
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ნემსი წყალზე ბევრად მკვრივია, მაგრამ იცოდით, რომ ამ სითხის ზედაპირზე მისი ტივტივი შესაძლებელია? ამის შესახებ პროექტის "STEM მარტივად" ფარგლებში მომზადებულ ახალ ვიდეოში ფიზიკის მასწავლებელი, ნატო გოჩალეიშვილი, გვესაუბრება.
ის აგვიხსნის, რა არის ზედაპირული დაჭიმულობა, როგორ მუშაობს და რა კავშირშია ეს მოლეკულათაშორის ძალებთან. ასევე, ნატო გოჩალეიშვილი საინტერესო ექსპერიმენტებს გვაჩვენებს, მათ შორის წყლის ზედაპირზე ნემსის მოთავსების დემონსტრაციას. შედეგად, ის ზედაპირული დაჭიმულობისას მიმდინარე პროცესებს ნათელს მოჰფენს.
კომენტარები