როგორ ემზადებიან ახალი წლისთვის ქართულ კომპანიებში
ახალი წელი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც დიდი თუ პატარა მოუთმენლად, დიდი იმედებით, სურვილებითა და მიზნებით ელის. ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს ეს დღე და ჩემი მოლოდინებიც ყოველთვის ამაღლებული და ემოციურია.
ახალი წლის ტრადიცია ჩვენთან მრავალფეროვანია, უმეტესობა საახალწლო სამზადისს ერთი-ორი თვით ადრე იწყებს, რომ ამ ღამეს ჯადოსნურად შეხვდეს. ქართული კერძები, გართობა, მხიარულება მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების წრეში — ამ ღამეს მეტი არც არაფერი სჭირდება იდეალურობისთვის.
იცით, რას გულისხმობს ნამდვილი წინასაახალწლო სამზადისი? საახალწლო საჩუქრების შეფუთვას, პროდუქტების შეძენას, ქალაქში დიდ საცობებსა და გრძელ რიგებში პურის შესაძენად საათობით დგომას. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საახალწლო დეკორაციები და მორთულობებია, რომლის გარეშეც შეუძლებელია, ნამდვილი განწყობა მოვიდეს.
მორთეთ ყველა ადგილი, სადაც დროის დიდ ნაწილს ატარებთ — ოფისი თუ სახლი. ეცადეთ ყოველწლიურად რაიმე ახალი და განსხვავებული შემატოთ თქვენს სივრცეს. ეს თქვენც გაგამხიარულებთ და გარშემომყოფებსაც ბევრ დადებით ემოციას გაუზიარებს.
ჩვენც არ ვარღვევთ ყოველწლიურ ტრადიციას და გთავაზობთ სტატიას ქართული კომპანიების საახალწლო მორთულობების, განწყობისა და ტრადიციების შესახებ.
კლიპარტი
კლიპარტში ტრადიციად აქვთ ქცეული ახალი წლის დადგომამდე ოფისის მორთვა. შესაფერისი გარემო ხელს უწყობს თანამშრომლებს, შეინარჩუნონ განწყობა და სამუშაო წელიც პოზიტიურად დაასრულონ. ტრადიციულად, წლის ბოლო სამუშაო დღეს "საიდუმლო სანტასაც" გამოავლენენ, ასე რომ ოფისში დიდი მხიარულებაც ელით.
"ვცდილობთ, თანამშრომლებისთვის შესაბამისი გარემო შევქმნათ, ასევე წელს კომპანიამ გადაწყვიტა, რომ რამდენიმე სამუშაო დღე გვეჩუქებინა მათთვის, რომ შეძლონ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მეტი დროის გატარება", — გვითხრეს კომპანიაში.
კლიპარტს 2024 წლისთვის ბევრი გეგმა აქვს. ისინი ერთიანი ძალით, გუნდურობითა და მონდომებით საინტერესო სიახლეებს გვპირდებიან.
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობაში საახალწლოდ მაღაზიებს მინიმალისტურად რთავენ, რადგან ვიტრინები წიგნებითაა დატვირთული. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ჯადოსნური და საახალწლო განწყობა დაგხვდებათ იქ.
"იმისთვის, რომ ჯადოსნური განწყობა სხვებსაც გადავდოთ, პარტნიორებსა და მეგობრებს საჩუქრად წიგნებს ვუგზავნით. რა თქმა უნდა, არც ქველმოქმედება გვავიწყდება და ვცდილობთ, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გავუხალისოთ წიგნებით ახალი წელი", — გვითხრეს გამომცემლობაში.
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
2024 წელს ძალიან ბევრი საინტერესო და ახალი წიგნით ხვდება კომპანია. ასევე, სულ ცოტა ხნის წინ, ბათუმში სულაკაურის ახალი ფილიალი გაიხსნა, ხოლო 2024 წლის დასაწყისში კიდევ ერთ, მე-12 ფილიალს ხსნიან, ამჯერად — გორში.
სულაკაურის გამომცემლობაში გვპირდებიან, რომ წლის განმავლობაში კიდევ არაერთი საინტერესო სიახლითა და აქტივობებით გაანებივრებენ მათ მკითხველებს.
ფოტო: ისთ ფოინთი
ისთ ფოინთი
ისთ ფოინთში ახალი წლის მოახლოება და დადებითი მუხტი ყველაფერში იგრძნობა. ნაძვის ხის და დეკორაციების აბდღვრიალებასთან ერთად, ისთ ფოინთი ნამდვილ საახალწლო ქალაქად იქცევა ხოლმე.
ფოტო: ისთ ფოინთი
ფოტო: ისთ ფოინთი
ფოტო: ისთ ფოინთი
"ისთ ფოინთში გვიყვარს ტრადიციები. ჩვენი საახალწლო ტრადიცია განსაკუთრებული, თემატური წვეულებაა! წელს ისთ ფოინთის თანამშრომლები ბავშვობის საყვარელ გმირებს განასახიერებენ, იქნება გუნდების შეჯიბრი საახალწლო სპექტაკლებში და დიდი პრიზები გამარჯვებულებისთვის. ერთი სიტყვით, წინასაახალწლოდ დიდ მხიარულებას ვგეგმავთ", — აღნიშნეს სავაჭრო ცენტრში.
2024 წლისთვის ისთ ფოინთში დიდი გეგმები აქვთ, ემზადებიან მეორე ფაზის გასახსნელად, სადაც კიდევ უფრო მეტი მაღაზია, გართობისა და კვების ობიექტი იქნება განთავსებული. კომპანია სტუმრებს 2024 წლის განმავლობაში საინტერესო სიახლეებსა და საჩუქრებს ჰპირდება.
ფოტო: არქი
არქი
არქი ერთი დიდი ოჯახია და კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტია თავის მაცხოვრებლებზე, არქელებზე ზრუნვა, რომელთა რიცხვიც 35 000-ზე მეტია. სწორედ იმისთვის, რომ არქელებს გამორჩეული სადღესასწაულო განწყობა შეუქმნას, კომპანიამ ტრადიციად აქცია ყველა საცხოვრებელი კომპლექსის საახალწლოდ მორთვა და მაცხოვრებლებისთვის საჩუქრების პირადად დარიგება. ასევე, კომპანია წელსაც არ უღალატებს ტრადიციას და მხოლოდ მათი მაცხოვრებლებისთვის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ქართული კინომუსიკის შედევრების შთამბეჭდავი კონცერტი.
ფოტო: არქი
ფოტო: არქი
ფოტო: არქი
არქი წელს სადღესასწაულო განწყობას არქელების გარდა თბილისის მოსახლეობასაც უქმნის, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან გრანდიოზული, კაშკაშა ნაძვის ხის დადგმით. 2024 წლისთვის არქი კვლავ აპირებს არქელებზე ზრუნვის გაგრძელებას და სხვადასხვა გასართობი ღონისძიების გამართვას. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მაცხოვრებლებს წინ უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.
ფოტო: ველი სთორი
ველი სთორი
ველიმ ახალი წლის აღნიშვნა საკუთარ დაბადების დღეზე, 6 დეკემბერს დაიწყო ნაძვის ხით, რომელიც ყუთებისგან ველის საწყობში ააწყვეს და გააფორმეს. ის საუკეთესოდ გამოხატავს ველის, როგორც ბრენდისა და იმ ადამიანების ხასიათს, რომლებიც მას ყოველდღიურად ქმნიან.
დატვირთულ პერიოდში ველის საწყობს ყველაზე მეტად სჭირდება სადღესასწაულო განწყობა და ის მართლაც საახალწლო სოფელს ემსგავსება — უამრავი ელფით, რომელიც მომხმარებლებისთვის საჩუქრებს ამზადებს.
"წინა წელთან შედარებით, ველის გუნდი მნიშვნელოვნად გაიზარდა და წელსაც, ტრადიციულად, მთელი წლის თავგადასავლების შეჯამებას ვგეგმავთ, რა გავაკეთეთ, როგორ მოვედით აქამდე, რას ვაპირებთ ახლა. ველის ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯში თითოეული თანამშრომლის როლი ძალიან დიდია", — აღნიშნეს კომპანიაში.
2024 წელს ასორტიმენტის, განსაკუთრებით კი ექსკლუზიური პროდუქტების არჩევანის მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავენ. სამომხმარებლო გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესების მხრივ მუდმივად მუშაობენ და შემდეგ წელს ქართულ იქომერს ბაზარზე ლიდერის პოზიციის გამყარებასა და შენარჩუნებას აპირებენ.
ფოტო: რებანკი
რე|ბანკი
რე|ბანკსა და პაშა ბანკში ყველა დღესასწაულს განსაკუთრებულად ხვდებიან. სათავო ოფისს რთავენ ისე, რომ ყველას განწყობაზე დადებითად იმოქმედოს. არც ახალი წელი არის გამონაკლისი, პირიქით, ის ყველაზე განსაკუთრებულია. რე|ბანკის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა საკუთარი ხელებით თითოეული კუთხის გალამაზება მაშინ დაიწყო, როდესაც ყველა თანამშრომელი წასული იყო, დილით კი ჯადოსნური ოფისი დაახვედრეს სამსახურში მოსულებს და თითოეულ მათგანში ახალი წლის განწყობა გააღვიძეს.
ფოტო: რე|ბანკი
ფოტო: რე|ბანკი
ფოტო: რე|ბანკი
"ჯადოსნურ ოფისთან ერთად, გუნდის თითოეულ წევრს საახალწლო საჩუქრად სოციალური საწარმო ბაბალეს ყუთი დაგვახვედრეს, სადაც კერამიკის ულამაზესი ნივთები იყო", — გვითხა ბანკის წარმომადგენელმა.
2023 წელი წარმატებული აღმოჩნდა რე|ბანკისთვის. გაიზარდა როგორც მათი გუნდი, ასევე მომხმარებლების რაოდენობა. 2024 წელს კი დიდი იმედით და ბევრი გეგმით ხვდებიან. აპირებენ, გააუმჯობესონ პროდუქტები და შექმნან ახლები, მომხმარებლებს კი შეუქმნან საუკეთესო გამოცდილება.
ფოტო: დომინო
დომინო
დომინოს გუნდის წევრები საახალწლოდ თითოეულ სექციას თემატურად აწყობენ — ნაძვის ხეებიც კი სულ სხვადასხვანაირია. შეგხვდებათ ბოთლებისგან, ინსტრუმენტებისგან, პარკეტისგან, ხის სხვადასხვა მასალისგან აწყობილი დეკორაციები, რაც ძალიან შთამბეჭდავი და ნამდვილად განსხვავებულია.
ფოტო: დომინო
ფოტო: დომინო
ფოტო: დომინო
გარდა ამისა, გამოაქვთ საახალწლო პროდუქცია, ეწყობა სადღესასწაულო დახლები, ე.წ. საშობაო სოფლები, სადაც ყველაფერია, რაც ამ პერიოდში სახლის მოსართავად დაგჭირდებათ.
ფოტო: სელფი
სელფი მობაილ
სელფიში მორთულობებიც და ტრადიციებიც ტრადიციულია. მათი ფუშფუშა ნაძვის ხეც ისევ "ფუშფუშებს", ოღონდ წელს ბრენდის ახალი ფერი შეერია და კიდევ უფრო ლამაზად გამოიყურება.
წლის ბოლო კვირას, ტრადიციულად, იკრიბებიან მთავარ ოფისში, ცვლიან საჩუქრებს, კომპანიის საჩუქრებსაც გადასცემენ გუნდის წევრებს და რეგიონებში გაგზავნასაც იწყებენ, რათა ახალ წლამდე ყველა თანამშრომელმა მიიღოს მისი კუთვნილი ძღვენი.
"გვქონდა უფრო სერიოზული და განსაკუთრებულად საზეიმო მიზეზიც — 5G ქსელის წარმატებული გაშვება, რომელიც დიდი სიამაყით აღვნიშნეთ. ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა კომპანიის თითოეულ თანამშრომელს", — გაგვიზიარეს სელფიში.
ფოტო: სელფი მობაილ
ფოტო: სელფი მობაილ
ფოტო: სელფი მობაილ
სელფიმ საქართველოში პირველი 5G ქსელი გაუშვა, მომავალ წელს კი მასშტაბების გაფართოებას აპირებენ, რაც ქვეყანაში ახალ, უპრეცედენტო შესაძლებლობებს შექმნის. ასევე დაწყებულია და მომავალ წელს გაგრძელდება არსებული ქსელის განახლებაც, იმისთვის რომ ხარისხიან და სწრაფ ინტერნეტზე წვდომა საქართველოში რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს. სიახლეები ექნებათ კორპორაციული კლიენტებისთვისაც.
ფოტო: ალტა
ალტა
საახალწლოდ, ალტას მაღაზიებში მუდამ ცდილობენ, როგორც თანამშრომლებს, ისე მომხმარებლებს განსაკუთრებულად სადღესასწაულო განწყობა შეუქმნან. ყველა მაღაზია საახალწლო დეკორაციებით არის გაფორმებული, გათვალისწინებულია ბრენდის ფერები და კონკრეტული სეზონის კამპანიის შინაარსსაც.
"2024 წელს ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ შეთავაზებებს და საინტერესო პროექტებს ვუმზადებთ. რაც მთავარია, არ მოგაკლებთ ინოვაციურ, თანამედროვე ტექნიკას. ასევე, ვგეგმავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ, შოთა არველაძესთან ერთად უამრავი პროექტის განხორციელებას", — გაგვანდეს ალტაში.
ფოტო: ალტა
ფოტო: ალტა
ფოტო: ალტა
კომენტარები