ვისოლ ჯგუფმა ერთ დღეში საბვეის ექვსი და ვენდის ერთი ახალი რესტორანი გახსნა
ფოტო: Subway
ვისოლ ჯგუფმა წინასაახალწლოდ, 1 (ერთი) დღის განმავლობაში საბვეის 6 (ექვსი) და ვენდის 1 (ერთი) ახალი რესტორანი გახსნა. საბვეის რესტორნები თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე, მარშალ გელოვანის გამზირზე, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ.-ზე და ლისზე გაიხსნა. რეგიონში მგზავრობისას კი ამიერიდან საბვეი მომხმარებლებს ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთის გარდა, უკვე თერჯოლასა და არგვეთას მონაკვეთზე არსებულ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებშიც უმასპინძლებს.
ვენდისმა თბილისში ახალი ფორმატის კიდევ ერთი ამერიკული რესტორანი ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩა #14ა-ში გახსნა. განახლებული დიზაინის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ რესტორანს ორნაკადიანი Drive-Tru სერვისი გააჩნია და 24/7 რეჯიმში მოემსახურება მომხმარებელს. ახალი რესტორნის გახნის შედეგად ვენდისი 2024 წელს საქართველოში უკვე 19 რესტორნით შეხვდება.
"2023 წელი ვისოლ ჯგუფის ისტორიაში, სხვადასხვა მიმართულებით ახალი, მნიშვნელოვანი წარმატებების საფუძვლის ჩაყრის წელი იყო. რაც შეეხება ჩვენი ბიზნეს ჯგუფის სარესტორნო მიმართულებას, საბვეისთან, სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან, გავაფორმეთ მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც უკვე 13 რესტორანი გავხსენით. დანკინის ქსელის განვითარება 85 რესტორნამდე, ვენდისის კი 19 რესტორნამდე შევძელით. 2024 წელს კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით ვხვდებით. ინვესტიცია, რომელსაც გავიღებთ, მეტ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე. მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით ვისოლ ჯგუფი 3000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად ერთად ვიზრუნებთ," — აცხადებს ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
ვისოლ ჯგუფი საქართველოში უკვე 117 რესტორანს მართავს საბვეის, ვენდისის და დანკინის ლეგენდარული ბრენდების ქვეშ და ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი და გამორჩეული მოთამაშეა.
"ჩვენ საბვეისთან ერთად საერთო ღირებულებები გვაქვს ხარისხის, ჯანსაღი და ახალმომზადებული პროდუქტის შეთავაზების კუთხით. ვისოლ ჯგუფთან თანამშრომლობით საბვეის მსოფლიოში ცნობილი სენდვიჩები და სხვა პროდუქტები მთელს საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი მიმზიდველი ერგონომიკის მქონე რესტორნებში, სადაც ჯანსაღი და გემრიელი მენიუს მირთმევა სწრაფი მომსახურებითაა შესაძლებელი. მსხვილი გლობალური ბრენდების სარესტორნო ქსელის რეკორდული სისწრაფით განვითარების გამოცდილებამ შეგვაძლებინა თითოეულ ჩვენს რესტორანში შეგვექმნა გარემო, სადაც დღის ყველა მონაკვეთში სტუმრობა სასიამოვნო გამოცდილებაა და ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელი მისთვის საყვარელ მენიუს აუცილებლად იპოვის," — აცხადებს ვენდის, დანკინისა და საბვეის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვილდაძე.
"საბვეის განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37000-ზე მეტი რესტორნით და სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა მსოფლიოში. საბვეისთან მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების საფუძველზე მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე ვისოლ ჯგუფი საქართველოში საბვეის 80 რესტორანს გახსნის.
ვისოლ ჯგუფმა ვენდისის ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყო. და დღესდღეობით ბრენდის 19 რესტორანია საყვარელი თავშეყრის ადგილი თბილისში, ავტომაგისტრალის გორის, თერჯოლასა და არგვეთას მონაკვეთზე, ქუთაისსა და ბათუმში.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები