რა ემართება მარჯნის რიფებს გლობალური დათბობისას — STEM მარტივად
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ხმელეთსა და აქ არსებულ ფლორასა თუ ფაუნაზე გლობალური დათბობის გავლენა მარტივად შესამჩნევია, მაგრამ, გიფიქრიათ, როგორ აისახება კლიმატის ცვლილება წყლის ეკოსისტემაზე?
ტემპერატურის მატების შედეგად ოკეანეების ბინადრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარემო იცვლება. ეს ზოგიერთი ორგანიზმის ზრდას აფერხებს, მათ შორის მარჯნის რიფების, რომლებიც უფერულდება და მყიფე ხდება. ამის შესახებ ვრცლად პროექტის "STEM მარტივად" ფარგლებში მომზადებულ ახალ ვიდეოში მიხეილ ლაბარტყავა გვესაუბრება, რომელიც გიმნაზია "შავნაბადაში" ქიმიის მასწავლებელია. ის აგვიხსნის, რა პროცესები მიმდინარეობს ოკეანეებში და რიფების ცვლილებას ექსპერიმენტით გვაჩვენებს.
კომენტარები