შეიმუშავეს კიბოს საწინააღმდეგო აბი, რომელმაც დამაიმედებელი შედეგები აჩვენა
მეცნიერებმა ადამიანებზე კიბოს საწინააღმდეგო წამალი გამოცადეს. Divarasib — ასე ჰქვია ახალ წამალს და მან კვლევებში იმედის მომცემი შედეგები აჩვენა. კაფსულა სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ შეიმუშავეს და მკვლევრების თქმით, მისი შედეგები არსებულ ალტერნატივებს აშკარად აღემატება.
ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, ავსტრალიის პიტერ მაკკალუმის კიბოს ცენტრის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ Divarasib-ისა და Cetuximab-ის მეთოდების კომბინირების შემთხვევაში პაციენტების 62%-ს კარგი შედეგები ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ პაციენტებში დაავადება ან მთლიანად აღმოიფხვრა, ან ზომაში შემცირდა.
დამოუკიდებლად გამოყენებისას, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ აბი 35,9%-იან დადებით შედეგს იძლევა. NewAtlas-ის ინფორმაციით ეს 20-ჯერ ეფექტიანია, ვიდრე სხვა მკურნალობები, რომლებიც ამავე კიბოს ებრძვიან.
იმედისმომცემი შედეგების მიუხედავად, ეს არის ძალიან მიზანმიმართული პრეპარატი, რომელიც ეფექტიანი იქნება მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებულთა მხოლოდ მცირე ნაწილისთვის. მკვლევრების აზრით, მუტაცია KRAS G12C გავლენას ახდენს ცილაზე, რომელიც აკონტროლებს უჯრედების გაყოფას და გვხვდება მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის (კოლორექტალური) კიბოს შემთხვევების მხოლოდ ოთხ პროცენტში.
ნაწლავის კიბოს დღეს არსებული მკურნალობა, როგორიცაა ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია, მხოლოდ შეზღუდულ შედეგებს იძლევა. მათი მთავარი მინუსი ისაა, რომ ისინი არასელექტიურია, მიზნად ისახავს მთელ სხეულს და არა კონკრეტულ სიმსივნეს. ახალი მედიკამენტი უშუალოდ დაავადებას დაუმიზნებს.
კომენტარები