Google-მა წარადგინა ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც დიდხანს ველოდით
Google-მა მისი ყველაზე დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის მოდელი Gemini წარადგინა, რომელსაც სხვადასხვა ფორმით მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება შეუძლია, იქნება ეს ფოტომასალა, ტექსტი, თუ აუდიო ჩანაწერი.
Alphabet-ის ცნობით, რომელიც Google-ის მშობელი კომპანიაა, ეს AI მოდელი მათ წინა მსგავს ტექნოლოგებზე ბევრად გაუმჯობესებულია. კერძოდ, ის მონაცემებს უფრო ხარისხიანად და დეტალურად აანალიზებს.
"მოდელების ეს ახალი ერა ჩვენი, როგორც კომპანიის, მიერ მიღწეულ უდიდეს მეცნიერულ და ინჟინრულ წინსვლაზე მეტყველებს", — განაცხადა Alphabet-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სუნდარ პიჩაიმ.
მას შემდეგ, რაც OpenAI-მ დაახლოებით 1 წლის წინ ყველასთვის კარგად ცნობილი ChatGPT ჩაუშვა, Google ისეთი მოდელის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც მას კონკურენციას გაუწევდა. კომპანიამ Gemini-ს ტექნოლოგიის ნაწილი მის AI ასისტენტ Bard-ში უკვე ჩააშენა. ასევე, დაანონსდა სრულად ინტეგრირებული ვერსიაც, რომელსაც მომდევნო წლის დასაწყისში ვიხილავთ.
როგორც ცნობილია, Gemini-ს სამი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაგანაც თითოეული ინფორმაციას განსხვავებული სიმძლავრით დაამუშავებს. ყველაზე მძლავრი მონაცემთა ცენტრებისთვისაა განკუთვნილი, შედარებით სუსტი კი მობილურ მოწყობილობებზეა გათვლილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ Gemini-ს განვითარებულობის მიუხედავად, ის წინამორბედებზე საგრძნობლად იაფი იქნება.
უკანასკნელ მოდელს გასაწვრთნელად კიდევ მეტი კომპიუტერული სიმძლავრე ესაჭიროება და, შესაბამისად, Google გაუმჯობესებაზე მუშაობს. მან წარადგინა ახალი თაობის AI ჩიპებიც, რომლებიც მასშტაბური ენობრივი მოდელების გასაწვრთნელადაა განკუთვნილი. ამ პროცესორებს ეს წინამორბედებზე თითქმის სამჯერ სწრაფად შეუძლია.
კომენტარები