სოფო ჯაფარიძე

2 Dec. 2023, 12:30

ჩვენი ჰუმანიტარული ინიციატივა გრძელდება, ჩავდივართ კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, კვირას, 3 დეკემბერს 12 საათზე — კირბალში, სადაც უკვე უამრავი ადამიანი გველოდება. ჩემთვის დიდი პატივია რომ პროექტი განხორციელდება თამაზ გინტურის სახლში!

აქვე მინდა მივმართო სამართალდამცავებს, უზრუნველყონ მაქსიმალური უსაფრთხოება, როგორც მედ პერსონალის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის!

ასევე, მოხარული ვარ, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდა ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის თუ რას ნიშნავს ოკუპაცია. მას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიიდან გატაცება, კარგად იცის, თუ რა როლს თამაშობენ რუსი სამხედროები და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, დღემდე არის იქ მაცხოვრებლების უდიდესი იმედი. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს საკუთარი საკუთარი საქმის და ქვეყნის სიყვარულისთვის

ასევე, დიდი პატივია, რომ შემოგვიერთდა მართლაც ქვეყნის იმედი, გიორგი ჭეიშვილი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ჩვენ მოქალაქეებს სჭირდებათ.“-


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…