სალომე ზურაბიშვილი

18 Nov. 2023, 16:00

ქართველ ხალხს მივმართავ დაეთანხმოს იმ პოლიტიკას, რომელსაც მივყვები — ვიცი, რომ ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც ქართველი ხალხი მიჰყვება.

რა მიზეზი შთააგონებს პრემიერს, ვფიქრობ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ მისი სიტყვები წარმოვადგინო, ან ქვეყნის გარეთ ის [პრემიერი] საჯაროდ გავაკრიტიკო, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის დეპოლარიზაცია მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგრამ რაც ვიცი ისაა, რომ მე ქართველების ძალიან დიდი უმრავლესობის შეხედულებას წარმოვადგენ, რომ მათ ევროპაში ყოფნა სურთ. ეს ის ხალხია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დემონსტრაციას აწყობდა.

დემონსტრაცია სწორი სიტყვა არაა, რომელიც უერთდებოდა ჩემი სასახლის წინ სიხარულს. ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ასობით, ათასობით ხელმოწერას, რომ კომისიის ეს რეკომენდაცია უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში გავამყაროთ.

— ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ფრანს 24-ის ინგლისურენოვან რედაქციას განუცხადა, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად — აქვს თუ არა შეხვედრები პრემიერ ღარიბაშვილთან და, ეუბნება თუ არა მას, რომ ქართველი ხალხი მისი პარტიის პოლიტიკას არ ეთანხმება. ინტერვიუს ქართული თარგმანი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  4. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
  5. ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ