DataFest Tbilisi 2023 — ფესტივალი მესამე დღეს სტრატაპებს და ინვესტორებს უმასპინძლებს
DataFest Tbilisi 2023 -ს მესამე დღე, 11 ნოემბერი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, სტარტაპების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიების შეხვედრის ადგილად იქცევა.
DataFest Tbilisi 2023-ზე მოწვეულია არაერთი ინვესტორი. ფესტივალი იქნება უნიკალური შესაძლებლობა ერთი მხრივ, სტარტაპის დამფუძნებლებისთვის, მეორე მხრივ კი ინვესტორებისთვის, გაიგონ უფრო მეტი ერთმანეთის საქმიანობის, ინტერესების შესახებ და შექმნან ახალი, საქმიანი კავშირები.
რა დახვდებათ სტუმრებს 11 ნოემბერს, ფესტივალზე:
ფესტივალის სცენიდან მოვისმენთ 10 ზე მეტი სტარტაპის დამფუძნებლის გამოსვლას. ისინი ისაუბრებენ მონაცემებთან და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ, მათ მიერ შექმნილ პროდუქტებზე.
გარდა ამისა, მოეწყობა სტარტაპ ექსპო. გამოფენაზე სტარტაპები ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით, აუდიტორიას საკუთარ საქმიანობას გააცნობენ.
პანელურ დიკსუსიებზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მონაცემებისა და ტექნოლოგიების გამოყენება სტარტაპებში, ბიზნესების მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით გამოყენება და სხვა. ამასთანავე, მოეწყობა არაერთი ვორქშოფი.
შეგახსენებთ, რომ DataFest Tbilisi-ს ბილეთები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.datafest.ge/events. ამასთანავე, შესაძლებელია მხოლოდ მესამე დღის ბილეთის შეძენაც.
DataFest Tbilisi 2023, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალია, წელს უკვე მეშვიდედ, 9-11 ნოემბერს ჩატარდება.
ფესტივალი ყოველწლიურად თავს უყრის იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მონაცემთა მეცნიერებასთან და ვიზუალიზასთან — მარკეტერებს, ფინანსისტებს, დეველოპერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს.
ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 4 ათასზე მეტ მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორქშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, და Amazon.
წელს ფესტივალზე სპიკერებად მოწვეულები არიან მონაცემთა ვიზუალიზაციის და ტექნოლოგიის სფეროს წამყვანი ექსპერტები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Flourish, Canva, Chatham House, Macaw.
DataFest Tbilisi 2023-ის ორგანიზატორია ForSet — არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინ სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი. ორგანიზაციის მიზანი მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, ევროპის საბჭო, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა, ZINC NETWORK.
პარტნიორები არიან: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, გრანთ თორნთონ საქართველო, Alliance of Democracies, National Endowment for Democracy, Open Government Partnershi, Impel, Epam, Datamind, Terminal.
მხარდამჭერები არიან: Making Science Sweeft, ოპტიო, სმარტ აკადემია, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, askgov.ge, Consortium, Operational Research Institute, Webiz, Socialla.
მედიაპარტნიორები: NEXT.On.ge, marketer.ge, Business Media, dev.ge, entrepreneur.ge
კომენტარები