ახალი სეზონი პირველი ოქტომბრიდან — რა გელოდებათ ევროპოპის არხზე
ფოტო: Europebet
- ევროპოპის YouTube არხზე პირველი ოქტომბრიდან ახალი სეზონი იწყება;
- გასვლითი შეხვედრები, განახლებული მაგიდის დერბი და ბევრი სიახლე გელით.
პირველი ოქტომბრიდან ევროპოპის YouTube არხზე ახალი სეზონი იწყება და გაგრძელდება იქიდან, სადაც გასული სეზონი დასრულდა, მაგრამ ბევრი სიახლით. ამ სტატიიდან გაიგებთ, რას უნდა ელოდნენ არხის გამომწერები, რომელთა რაოდენობამ 42 ათასს გადააჭარბა.
განახლებული მაგიდის დერბი
მეტი მონაწილე, მეტი პრიზი, მეტი თამაში და განახლებული სისტემა — ევროპოპის მკითხველებს და YouTube არხის გამომწერებს პირველი ოქტომბრიდან მაგიდის დერბის ახალი სეზონი გელოდებათ. წინა სეზონის ბოლოს მინი-ჩემპიონატის ჩატარებამ გაამართლა. მოლოდინს გადააჭარბა როგორც მაყურებლების ინტერესმა და ჩართულობამ, ისე მონაწილეების აზარტმა და კმაყოფილებამ. ამიტომ გადაწყდა, რომ ახალ სეზონში, მაგიდის დერბი კიდევ უფრო მასშტაბური გამხდარიყო. თამაში, რომელმაც პოპულარობა სწრაფად მოიპოვა, დიდ ტურნირად იქცა და კარგი პრიზებიც დაწესდა.
ფოტო: Europebet
ახალ სეზონში მაგიდის დერბი 2 ფაზად ჩატარდება. თითოეულ ფაზას 8-8 მონაწილე ეყოლება, რომლებიც პლეი ოფის სისტემით მივლენ ფინალამდე. პირველი ფაზა ახალ წლამდე დასრულდება, მეორე კი ახალი წლის შემდეგ გაიმართება. ევროპოპის სტუდიას ორივე ტურნირის გამარჯვებული ვესპას ახალი სკუტერით დატოვებს. მერე კი გველოდება სუპერფინალი გამარჯვებულებს შორის, რომლის ტრიუმფატორიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 2-კაციან საგზურს მოიგებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქ საქართველოს ნაკრების თამაშს დაესწრება.
პირველი ტურნირის პირველი თამაში ევროპოპის YouTube არხზე 1 ოქტომბერს დაიდება და სწორედ ამ ვიდეოთი გაიხსნება ახალი სეზონი. წილისყრის და მონაწილეების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.
გასვლითი შეხვედრა
ვიცით, რომ ყველაზე მეტად გასვლითი შეხვედრის გეგმები გაინტერესებთ: დიახ, გასვლითი შეხვედრის სერიები აუცილებლად გაგრძელდება. ევროპოპის გამომწერები ყველაზე მეტად სწორედ ამ რუბრიკის ახალ ეპიზოდებს ელოდებით ხოლმე და გეტყვით, რომ ახალი გადაცემების გადაღება ოქტომბერშია დაგეგმილი. ვისთან ჩავლენ წამყვანები და რა სერიები გელით, ამის შესახებ ძალიან მალე, ევროპოპის სოციალური ქსელებიდან შეიტყობთ.
"პირველი სერია ზუსტად შარშან ამ დროს გავიდა. ერთი წლის შემდეგ მესამე სეზონს რომ ვიწყებთ, შარშან ამის პროგნოზირება ადვილი არ იყო. ჩემთვის ეს ისეთი პროექტი გამოდგა, ოცნების ახდენა რომ შეიძლება ეწოდოს. ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაც მისწორდება, ეს პირველ რიგში მოგზაურობაა — საინტერესო ადგილების ნახვა და ჩემთვის საინტერესო ადამიანებთან ჩემს საყვარელ თემებზე საუბარი. ეს რომ ჩემი სამსახური გახდა, ცხადია, ძალიან მახარებს.
ასევე მიხარია ისიც, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის შემდეგ პოტენციურ მოსანახულებელ ადგილებს რამდენიმე საინტერესო მიმართულება დაემატა. მართალია, ჯერ ვერავინ ათამაშდა ისე, როგორც მინდა და გამიხარდება საიმისოდ, რომ იქ დავადგეთ, მაგრამ ადრე თუ გვიან ათამაშდებიან და აუცილებლად წავალთ ყველგან. კრემონა, სპეცია… ძალიან მინდა ამსტერდამში დაბრუნებაც. წინა სეზონის ბოლოს, ამსტერდამში შოთა არველაძესთან ერთად რომ ვიყავით, ვერ ვიფიქრებდი, რომ ნიდერლანდების დედაქალაქში მალე დაბრუნების შანსი გაჩნდებოდა და თანაც, ისევ ქართველი თავდამსხმელის, ახლა უკვე აიაქსის მოქმედი ფეხბურთელის გამო. შოთასთან პირველ ეპიზოდში ვთქვი, სამწუხაროა, რომ ინგლისში ახლა არცერთი ქართველი არ თამაშობს-მეთქი და ესეც შეიცვალა — ჩაკვეტაძე უოტფორდში გადავიდა. იმედია, გადაწყვეტს, რომ დამელაპარაკოს.
ვიღაცებს ალბათ ვერ ვნახავთ, ვიღაცებს არ ვნახავთ — ჩვენ, როგორც წესი, ადამიანებთან ჩავდივართ და არა მათ სტატისტიკურ მონაგართან. მოკლედ, ევროპოპის გამომწერებს ვპირდები, რომ ბევრი საინტერესო ადამიანის "გაძრობას" შევეცდებით ამ სეზონში. პლუს ამას, რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, გვაქვს რამდენიმე საინტერესო სიახლე და ახალი ადამიანებიც გვეყოლებიან პროექტში", — ამბობს ლევან ღვინიანიძე, გასვლითი შეხვედრის წამყვანი.
სხვა რუბრიკები
თვეში ორჯერ დაიდება თამაშის თეორიის ახალი ეპიზოდები, რომლის შემადგენლობაშიც ცვლილებაა: წამყვანის პოზიციაზე რეზი ხუნწელიას გიორგი კაკაბაძე ჩაანაცვლებს, რომელიც ტატო ბაციკაძესთან და სტუმრებთან ერთად სხვადასხვა ეპოქის საინტერესო გუნდების თუ კონტროვერსული სიების შედგენით იქნება დაკავებული, რეზი კი პროდიუსერის სკამიდან გადაცემის შინაარსზე განაგრძობს ზრუნვას.
"გასული სეზონი, რომელიც ოქტოპუსის და ევროპოპის თანამშრომლობის პირველი წელი იყო, ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა. დავიწყეთ არაერთი პროექტი, რომელთა კეთებაც ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო და მაყურებლის მხრიდანაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მივიღეთ. ახალ სეზონში, ბუნებრივია, იგივე გადაცემების გაგრძელებას ვაპირებთ, მაგრამ მიღწეულზე გაჩერება ნამდვილად არ გვსურს, უფრო მეტი გვინდა და მეტი გვინდა ჩვენი მაყურებლისთვის, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება. არაერთი კარგი გეგმები გვაქვს, რომლებსაც ნელ-ნელა განვახორციელებთ და ჩვენ მაყურებელს კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს შევთავაზებთ", — აღნიშნავს ტატო ბაციკაძე, europop live-ისა და თამაშის თეორიის წამყვანი.
გაიმეორე პენალტის სერიები თბილისის ლოკომოტივის საგურამოს ბაზაზე გაგრძელდება. europop live-ის სტუდიიდან კვლავ იმუშავებენ კალა და ტატო — ჩემპიონთა ლიგის და საქართველოს ნაკრების მატჩების შემდეგ არხი ყოველთვის პირდაპირ ეთერში იქნება. ასევე, გელოდებათ ტრადიციული რუბრიკები — უპასუხე თუ შეგიძლია და რა დამაქვს დარბაზში. გარდა ამისა, კვლავ პირდაპირ ეთერში იქნება GFC-ის შოუების რეპორტაჟებიც. ყოველ ხუთშაბათს ეთერში იქნება პოპულარული #ფუპოდკასტიც.
"პირველ რიგში, უდიდესი მადლობა ჩვენა გამომწერებს. მათი აქტიურობა და ჩართულობა ჩვენთვის მთავარი მოტივატორია. ახალ სეზონს ახალი შემართებით ვიწყებთ. მაგიდის დერბის ინტერესმა და გამოხმაურებამ გადაგვაწყვეტინა, რომ ამ სეზონში თამაში უფრო სახალისო და მასშტაბური ყოფილიყო. დავამატეთ კიდევ ერთი რაუნდი და ოდნავ შევცვალეთ წესები. ამ თამაშში მონაწილეებს აერთიანებთ ორი რამ: ფეხბურთის უზომო სიყვარული და ამ სპორტის შესანიშნავი ცოდნა. რა თქმა უნდა, დარჩება ჩვენი რუბრიკები — უპასუხე თუ შეგიძლია, ჩემი არგუმენტი და რა დამაქვს დარბაზში, ოღონდ შეიძლება იმდენი აღარ, რამდენიც აქამდე იყო. შევეცდებით, საზღვარგარეთ მოასპარეზე და საქართველოში დროებით ჩამოსული სპორტსმენები, ასევე აქტუალური და საინტერესო ადამიანები ყოველთვის მოვიწვიოთ და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვათ", — ამბობს დავით ველიჯანაშვილი.
დაელოდეთ ახალ სეზონს და თუ ევროპოპის არხი ჯერ კიდევ არ აქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ.
-
როგორ ვჭამოთ წყალი? როგორ ვჭამოთ წყალი?
-
როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი) როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი)
-
"ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე "ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე
გადახედვა
-
გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს
გადახედვა
-
ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
კომენტარები