გაიგე, რატომ არის კრიპტოვალუტა საუკეთესო გადაწყვეტა ავტომობილებით ვაჭრობისას
ფოტო: Cryptal
კრიპტოვალუტას სხვადასხვა ინდუსტრიაში სულ უფრო აქტიურად იყენებენ, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს — ტრანზაქციები სწრაფი, მარტივი, უსაფრთხო და პოპულარობის ზრდასთან ერთად სულ უფრო ხელმისაწვდომი და იაფი ხდება.
აქამდე ციფრულ ვალუტას საინვესტიციო აქტივებად აღიქვამდნენ, მაგრამ ნელ-ნელა სხვადასხვა ინდუსტრიაში ვაჭრობისთვის, ტრანზაქციებისთვის თუ ხელფასის გაცემისთვისაც კი იყენებენ და უამრავი უპირატესობის გამო ტრადიციულ საფინანსო სექტორს მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს.
გამონაკლისი არც ავტოინდუსტრიაა — აღნიშნული სტატიიდან გაიგებ, რატომ უნდა გამოიყენო კრიპტოვალუტა თუ ავტოიმპორტიორი ხარ ან, უბრალოდ, მანქანა ჩამოგყავს და რა სარგებელს გპირდება ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა ქოინების გამოყენება ავტომობილის ყიდვა / გაყიდვისას.
რატომ იზრდება კრიპტოვალუტის პოპულარობა ავტოინდუსტრიაში
მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათი წარმატების გასაღებია. ამისთვის აუცილებელია, რომ მომხმარებელმა დაუბრკოლებლად, მისთვის მისაღები პირობებით ისარგებლოს სერვისით, გასწიოს სხვადასხვა სამუშაო და მიიღოს სარგებელი.
"კრიპტოინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ტოკენების ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობაა. საბანკო ანგარიშისგან გასხვავებით, კრიპტო-საფულე არ საჭიროებს შუამავალთან რეგისტრაციას და მისი შექმნა მაუსის რამდენიმე დაკლიკებით შეიძლება. რეგულირებადი საქმიანობებისაგან განსხვავებით, კრიპტო-საფულის ფლობა და გამოყენება არ საჭიროებს ნებართვას ან რეგისტრაციას. თუ ბიზნესი კრიპტო-აქტივს ანგარიშწორებისთვის იყენებს და მისი საქმიანობა არ ექცევა კრიპტოს გადაცვლის, პირველადი შეთავაზების, გასესხების, ან სხვა მსგავს კატეგორიაში, რეგისტრაცია საჭირო არ არის. ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება კომპანიის საბუღალტრო წესების გადახედვა და კრიპტო აქტივების აღრიცხვის დაგეგმვა. მიღებული კრიპტო შეგიძლიათ გამოიყენოთ გადახდებისთვის, თუ პარტნიორი ორგანიზაციები იღებენ გადარიცხვებს კრიპტოში, ან გამოიყენოთ კრიპტო ბირჟები ეროვნულ ვალუტაში გადასაცვლელად", — აღნიშნავს კრიპტო სამართლის ექსპერტი და Cryptoethica-ს დამფუძნებელი, ვახტანგ ჩხენკელი.
კრიპტოვალუტა ბევრად მოქნილი, უსაფრთხო, მომხმარებელზე ორიენტირებულია და, მათ შორის, ავტომობილებით ვაჭრობისას რიგი უპირატესობებით გამოირჩევა:
მოსახერხებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის: თუ მომხმარებელი ავტომობილს ქართულ ბაზარზე ყიდულობს, ხშირ შემთხვევაში ნაღდ ანგარიშსწორებას არჩევს, რადგან საბანკო გადარიცხვები დროის დაკარგვასთან, ბიუროკრატიულ პროცესებსა და მაღალ საკომისიოსთან არის დაკავშირებული. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნაღდი ფულის ქვეყნის საზღვარზე გადატანა არც ისე მარტივია, კრიპტოვალუტა კი უსაფრთხოა, საქმეს ამარტივებს და არც დამატებითი ძალისხმევის გაწევაა საჭირო.
სწრაფი ტრანზაქციები: შუამავლების არ არსებობის გამო, ტრანზაქცია ბევრად მარტივი და სწრაფია, თანხა ადრესატის საფულეში სულ მალე აისახება. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა დღის რომელ მონაკვეთში ხდება გადარიცხვა და სამუშაო დღე არის თუ არა — ტრანზაქცია დაუყოვნებლივ განხორციელდება. მაგალითად, ბიტკოინის გადარიცხვისას ტრანზაქციის საშუალო დრო ერთი საათიდან საათ-ნახევრამდეა, ხოლო ტრადიციული გადახდის გზების გამოყენებისას თანხის ასახვას 1-3 სამუშაო დღე სჭირდება.
დაბალი საკომისიოები: დიდი ბიზნესებისთვის თუ საცალო მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტი გადასახადებიც არის. მაგალითად, თუ აშშ-დან ჩამოიყვან ავტომობილს, აუცილებლად მოგიწევს ტრანსპორტირების ან ავტომობილის შეძენის საფასურის გადახდა და შესაბამის ოპერაციაში საკომისიოს დამატებაც. ორივე შემთხვევაში, სტანდარტულად იხდი $15 საკომისიოს, ხოლო გარანტირებული ჩარიცხვით (რაც ნიშნავს, რომ შუამავალი ბანკი ადრესატამდე უპრობლემოდ გაატარებს თანხას) საკომისიო $35-ს შეადგენს. კრიპტოვალუტების გამოყენებით კი, ეს საკომისიოები მინიმუმამდე დადის — მაგალითად, თუ კრიპტალის დახმარებით ბიტკოინს გადარიცხავთ, მისი საკომისიო 0.00005 BTC-ია, რაც 3 ლარის ეკვივალენტია, ხოლო სტაბილური ქოინების გამოყენების შემთხვევაში კი, რომელთა ფასიც მუდმივად $1 ტოლია, კიდევ უფრო იაფი ჯდება.
იგივე პრინციპი მოქმედებს საკომისიოებზე უკვე ჩამოყვანილი ავტომობილის ადგილზე გაყიდვისას, კრიპტოვალუტებით შენ გარანტირებულად უფრო ნაკლებ საკომისიოს იხდი, ვიდრე ნებისმიერი ციფრული და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით.
შუამავლების არ არსებობა: თუკი ერთხელ მაინც დაინტერესებულხარ ავტომობილის ყიდვა-გაყიდვით და ის საზღვარგარეთიდან ჩამოგიყვანია, ან ადგილზე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაგიყიდია, აუცილებლად გეცოდინება თუ რა პრობლემებს უკავშირდება შუამავლები და შუამავალი ბანკები. მათთან ურთიერთობას მიაქვს დრო, დიდი საკომისიოები და რაც მთავარია ჩვენი ენერგია.
ხშირად, შუამავლები, ისედაც დიდ ხარჯებს, უმატებენ თავიანთ საკომისიოებს, ჩარიცხვისა და ტრანზაქციის დრო კი შესაძლოა რამდენიმე დღეზე გაიწელოს. კრიპტოვალუტები კი იმგვარი ტექნოლოგიაა, სადაც არ არსებობს ერთი მაკონტროლებელი ორგანო, ანუ შუამავალი. შენ პირდაპირი კავშირი გაქვს ადამიანთან, ან სულაც კომპანიასთან, რომლისგანაც ყიდულობ მანქანას ან თუნდაც ყიდი — ეს, განსაკუთრებით ქვეყნიდან ქვეყანაში გადარიცხვისას, ფინანსურ ურთიერთობას ბევრად სწრაფსა და მომგებიანს ხდის.
რას შეცვლის კრიპტოვალუტა ქართულ საავტომობილო ბაზარზე
კრიპტოვალუტა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ალტერნატივაა იმ შემთხვევებში, როცა ფინანსური ურთიერთობა, ავტომობილის ყიდვა / გაყიდვა გიწევს ქვეყანაში, რომელშიც საბანკო სექტორი გამართული არ არის.
ქართველი ავტო იმპორტიორებისა და საცალო ინდივიდებისთვის პრიორიტეტული ბაზრებია ცენტრალური აზია, უკრაინა და აფრიკა, სადაც საბანკო ინდუსტრია გამართული არ არის და ბევრი ბიუროკრატიული დაბრკოლება არსებობს. ეს დისკომფორტს უქმნის როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს. ამ შემთხვევაში კრიპტოვალუტა საუკეთესო გამოსავალია, რადგან ცენტრალურ მარეგულირებელ ორგანოს არ ექვემდებარება და ტრანზაქციის გაჭიანურების, დაბლოკვის რისკი არ არსებობს. კრიპტო ტრანზაქცია გეოგრაფიულ და ტექნიკურ შეზღუდვებს არ ექვემდებარება.
გარდა ამისა, მომხმარებლისთვის მრავალი საგადასახადო შესაძლებლობის მიცემა, მათზე მორგებული სერვისების დანერგვა მიანიშნებს, რომ ბიზნესი ზრუნავს ადამიანების კომფორტზე. თანაც, კრიპტო საფულის ფლობა ან ანგარიშის შექმნა არ მოითხოვს დამატებით დროს, რესურსს და არც ფინანსურ ხარჯს.
თქვენს ავტო ბიზნესს კრიპტოვალუტა შემდეგ სარგებელს ჰპირდება:
- მეტი პოტენციური მომხმარებელი: კრიპტოვალუტები არის გადახდისა და ვაჭრობის საშუალება, რომელსაც რეალურად არ აქვს საზღვრები. შესაბამისად, ადამიანებისათვის, რომლებიც ისეთ მასშტაბურ ბიზნესში არიან ჩართულნი, როგორიც ავტომობილებით ვაჭრობაა, კრიპტო აქტივები ქმნიან ახალ შესაძლებლობას და ახალ პოტენციურ ბაზრებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გარდა სანქცირებული ქვეყნებისა.
- მეტი შემოსავალი: ახალი ბაზრების ათვისება ავტოიმპორტიორებისთვის ნიშნავს — დამატებით შემოსავალს, რომელიც კრიპტოვალუტების დამსახურებით თავისუფლდება ზედმეტი გადასახადებისგან და სარგებლობს დაბალი საკომისიოებით.
- გამოხმაურება და ცნობადობა: გარდა იმისა, რომ კრიპტოვალუტებით გადახდა ადამიანებს დამატებით ალტერნატივას აძლევს, ეს კომპანიის იმიჯისთვისაც მომგებიანია — მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული ბიზნესი სამაგალითოა და გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტო ადაპტაცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ამგვარი გადაწყვეტა აუდიტორიის ყურადღებას დაიმსახურებს.
თუ კრიპტო ადაპტირებაზე ფიქრობთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი:
- საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, 2023 წლის სექტემბრიდან კრიპტოვალუტები კანონით დარეგულირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას, რომელსაც სურს ლეგალურად მიიღოს ან გასცეს სხვადასხვა კრიპტო აქტივი დასჭირდება ლიცენზია. ლიცენზიის ასაღებად სუბიექტმა ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს და გაიაროს ლიცენზირების სტანდარტული ეტაპები;
- ლიცენზირება ხშირად დროში გაწელილი პროცესია და ბიუროკრატიულ ღონისძიებებს უკავშირდება, რამაც შეიძლება ბიზნესი გარკვეული დროით დააზარალოს. თუმცა ლიცენზირების გარეშეც არსებობს გზა, რომლის გამოყენებითაც კომპანიებს სრულიად ლეგალურად და უსაფრთხოდ შეეძლებათ მიიღონ, გადარიცხონ და მართონ საკუთარი კრიპტო აქტივები.
როგორ უნდა აარიდო თავი ბიუროკრატიას
როგორც უკვე ვახსენეთ, კრიპტო ადაპტირებისას ლიცენზიის აღებას ბიუროკრატია ახლავს თან, რაც პროცესს აჭიანურებს. ამიტომ, თუ გეგმავთ, რომ კრიპტოვალუტით გადახდა დანერგოთ, საუკეთესო საშუალება პირველი ქართული კრიპტო ბირჟა — კრიპტალია.
კრიპტალზე მხარდაჭერილია ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტები, რომლებსაც მსოფლიოს კრიპტო მომხმარებელთა დიდი უმეტესობა იყენებს, მათ შორის — ბიტკოინი, ეთერიუმი, დოჯქოინი, USDT და ა.შ.
რამოდენიმე მარტივი ნაბიჯით შესაძლებელია ნებისმიერი პოპულარული კრიპტო აქტივის საფულის შექმნა და ფლობა, რაც განსაკუთრებულ მეთვალყურეობასა და რესურსულ დანახარჯს არ მოითხოვს. დამატებით კი იღებ გადახდისა და ანგარიშსწორების უსაფრთხო, დაცულ და კომფორტულ ალტერნატივას, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7-ზე.
პლატფორმის გამოყენებით კი, იქნება ეს ავტოიმპორტიორი კომპანია თუ საცალო მომხმარებელი, ირიდებ ბიუროკრატიულ საკითხებს და კრიპტალზე მარტივად შეგიძლია დაახარისხო შენი შემოსავლები, გასავალი და ზოგადად, კრიპტოვალუტების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური და ლეგალური საკითხი.
კრიპტოვალუტა სულ უფრო პოპულარული გადახდის ფორმა ხდება და არაერთი ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანია, მათ შორის, ავტოინდუსტრია ანიჭებს უპირატესობას. კრიპტალის დახმარებით შეგიძლია, რომ ა.შ.შ-დან თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოყვანილი ავტომობილი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილში გაყიდო სწრაფად, მარტივად და შეფერხებების გარეშე. პარალელურად კი, შენ იღებ უსაფრთხოებას, სიმარტივეს, დაბალ საკომისიოებსა და შესაბამისად, მეტ სარგებელს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები