რუსტემ უმეროვი

6 Sep. 2023, 16:03

ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად წარმადგინა. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს პარლამენტიდან ნდობისთვის. ეს არის გამოწვევა და ამავდროულად მოვალეობა, როგორც მოქალაქის, როგორც ჩემი ერის ღირსეული შვილის. 

ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვებაა. 

მე გავაკეთებ ყველაფერს, შესაძლებელსა და შეუძლებელს უკრაინის გამარჯვებისთვის, როცა გავათავისუფლებთ ჩვენი ქვეყნის ყოველ სანტიმეტრს და ჩვენს ხალხს. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ყველას, ვინც, სამწუხაროდ, დროებით ტყვეობაშია. ჩვენ ნორმალურ და ღირსეულ ცხოვრებას დავუბრუნებთ უკრაინულ ქალაქებს, რომლებიც ახლა დროებით ოკუპირებულია. ჩვენ ვიცით, რომ იქ ხალხი გველოდება, რადგან იქ ჩვენი ხალხია და ჩვენი ტერიტორიებია.

ყოველი ჯარისკაცის უკან 42 მილიონი უკრაინელია. ყოველი ჯარისკაცის უკან დგას სამინისტრო, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ხალხის დასაცავად. ჩვენი ხალხი, მათი სიცოცხლე და ღირსება ჩვენი პრიორიტეტი და უმაღლესი ღირებულებაა. 

უკრაინა დღეს თავისუფალი სამყაროს თავისუფალი ხალხია, რომელიც იცავს დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებს და ადამიანის უფლებებს. 

ჩვენ ვიბრძვით ამისთვის, და ჩვენი გეგმაა გამარჯვება, ყოველგვარი დისკუსიების გარეშე. 

დიდება უკრაინას!

განცხადებას სოციალურ ქსელში უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი აქვეყნებს. ის თანამდებობაზე უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს, 6 სექტემბერს დაამტკიცა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფრომაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და…