მარსის კოლონიის დასაარსებლად 22 ადამიანია საჭირო — კვლევა
ეს ის მინიმალური რაოდენობაა, რომელიც წითელ პლანეტაზე პირველი კოლონიის დასაარსებლად საკმარისია
სამეცნიერო ფანტასტიკაში ხშირად ვხვდებით მარსის კოლონისტებს. ეს ის ჟანრია, რომლის ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება სწორედ წითელი პლანეტის კოლონიზაციაა.
თუმცა, სინამდვილეში, ეს უაღრესად რთული ამოცანაა. ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად გადასაწყვეტია ინჟინრული და ლოგისტიკური საკითხები. გარდა ამისა, წითელ პლანეტაზე ჰაბიტატი არსებითად თვითკმარი უნდა იყოს.
მარსის ჰაბიტატის შექმნა დამოკიდებულია მომავალ კოლონისტებსა და მათ რობოტებზე. შესაბამისად, მეცნიერებს აინტერესებთ თუ რამდენი ადამიანია საჭირო მარსზე პირველი კოლონიის დასაფუძნებლად.
კვლევას ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ და მათ დაასკვნეს, რომ წითელ პლანეტაზე პირველი დასახლების შესაქმნელად 22 ადამიანი საკმარისია. საინტერესოა, რომ წინა შეფასებებით, ამისთვის 110 ადამიანი იყო საჭირო.
შემდეგი პოდკასტი: მარსის კოლონიზაცია — ადამიანი, როგორც მულტიპლანეტარული სახეობა
ადამიანის სოციალური და ფსიქოლოგიური ქცევის ცვლადები
ახალმა კვლევამ, რომელსაც გადახედვა სჭირდება, განიხილა მარსის კოლონიის დაარსების სხვადასხვა კრიტერიუმი, მათ შორის ადამიანის სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორი. მკვლევრებმა წითელი პლანეტის მკაცრი ლანდშაფტიც გაითვალისწინეს.
მეცნიერებმა ამისთვის მარსის კოლონიის კომპიუტერული სიმულაცია შექმნეს, რომელიც ადამიანების, ობიექტების, ადგილებისა და მათ შორის ურთიერთქმედების გასაანალიზებლად გამოიყენეს.
გარდა ამისა, სიმულაცია მოიცავდა მარსის ეკოლოგიურ ცვლადებს, რომლებსაც მომავალი კოლონისტები შეხვდებიან.
კომპიუტერული სიმულაცია 28 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ პირველი კოლონიის დასაარსებლად მინიმუმ 22 ადამიანია საჭირო", — თქვეს მკვლევრებმა.
კვლევა arXiv-ზე შეგიძლიათ ნახოთ.
კომენტარები