გრინვეი — მწვანე გზა თქვენთვის, თქვენი ავტომობილებისა და ქვეყნისთვის
ყველაფერი ხუთი წლის წინ, 2018 წლის 15 აგვისტოს დაიწყო. უფრო ზუსტად, ამ თარიღამდე ცოტა ხნით ადრე. თუმცა კომპანია, რომელიც დღეს ავტომობილების ტექინსპექტირების ბაზარზე ლიდერი კომპანიის პოზიციას იკავებს, ოფიციალურად სწორედ ხუთი წლის წინ, 15 აგვისტოს დარეგისტრირდა და გრინვეი, ანუ, მწვანე გზა, ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმეში, თავის გზას შეუდგა.
რეფორმა, რომელმაც გრინვეი შექმნა
2019 წლიდან სავალდებულო ტექინსპექტირებას ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა დაქვემდებარებოდა. იმ პერიოდისთვის, ქვეყნის მთელი ავტოპარკი თითქმის 1 200 000 ავტომობილს ითვლიდა.
საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა დაიწყო. ეს იყო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც ქვეყანას უნდა შეესრულებინა, რადგან ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ავტომობილების ტექინსპექტირების არასახარბიელო გამოცდილება დაგროვდა და თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენდა.
ვახტანგ ებიტაშვილი, კომპანია გრინვეის დირექტორი ამბობს, რომ ამ კომპანიის შექმნას რამდენიმე კონკრეტული მიზანი ჰქონდა: "გავაცნობიერეთ, რომ ტექინსპექტირების რეფორმის საჭიროება ქვეყანაში რეალურად იდგა და ეს რეფორმა დროულად უნდა განხორციელებულიყო. რეფორმის წარმატებით განხორციელება კი ასევე წარმატებული კომპანიის მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი, რომელიც ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნებოდა ზრდასა და განვითარებაზე, თუმცა, მისი მთავარი მისია და სტრატეგიული მიზანი საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების კუთხით კონკრეტული და ხელშესახები შედეგების მიღწევა უნდა ყოფილიყო. ხუთი წლის წინ, ჩვენ ამ სფეროში ყველაზე დიდი ინვესტიცია — 54 მილიონი ლარი ჩავდეთ და დავიწყეთ საქმე".
გრინვეი საქართველოს ტექდათვალიერების 51 ხაზით ოპერირებისა და 10-წლიანი საქმიანობის უფლება მიეცა. კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მოწყობა განეხორციელებინა მსოფლიოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში აღიარებული ესპანური კომპანიის Applus Iteuve Technology, S.L.U ტექნიკური მომსახურების დახმარებით.
როგორ შენდებოდა გრინვეი
კომპანიის მენეჯმენტმა იცოდა, რომ მათ ტექინსპექტირების სფეროში აქამდე არსებული არასახარბიელო პრაქტიკა უნდა შეეცვალათ, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ რელსებზე უნდა გადაეყვანათ ეს ბიზნესი.
კარგად იცოდნენ, რა იყო ტექინსპექტირების სიკეთეები, მაგრამ როგორ უნდა გაემართათ საქმე, ამის საკმარისი ცოდნა არ ჰქონდათ, რადგან ზოგადად ქვეყანას არ ჰქონდა ამ სფეროში თანამედროვე, დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული გამოცდილება. და რაც მთავარია, ბიზნესის ასაწყობად და საკმარისი ცოდნის მისაღებად კომპანიას მხოლოდ ექვსი თვე ჰქონდა:
"იმისათვის, რომ სტანდარტი ყოფილიყო მაღალი, ამ სტანდარტების დასანერგად საჭირო იყო საერთაშორისო პარტნიორის მოძიება. ძალიან მოკლე პერიოდში მოვიძიეთ ესპანური კომპანია Applus Iteuve Technology, S.L.U, ვესაუბრეთ კომპანიის ხელმძღვანელებს და როდესაც შეიტყვეს, რომ ექვს თვეში უნდა დაგვესრულებინა პროექტი, მათ, ფაქტობრივად, ბევრი იცინეს.
ამ ექვს თვეში უნდა მიგვეღო ინვესტიცია, მოგვეძიებინა მიწები, მიგვეღო მშენებლობის ნებართვები და 26 ლოკაციზე, საქართველოს მასშტაბით, უნდა დაგვეწყო მშენებლობა. ექვსი თვის თავზე კი ცენტრები არა მხოლოდ აშენებული და დასრულებული უნდა ყოფილიყო, არამედ ერთიანი აკრედიტაციის ეროვნული ცენტრისგან უნდა მიგვეღო აკრედიტაცია. ცოტა ხნის წინ ახალქალქში ვიყავი. ჩვენს ერთ-ერთ ცენტრში. ახლაც მიკვირს, თბილისიდან ასე მოშორებით, როგორ ავაშენეთ ამხელა ცენტრი, თან იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობის პროცესი ზამთრის პერიოდსა და იქაურ მკაცრ კლიმატს დაემთხვა. მაგრამ ერთმანეთის იმედი გვქონდა და ვიცოდით, რომ სხვების თვალში ერთი შეხედვით შეუსრულებელი მისია, ჩვენ უნდა შეგვესრულებინა", — ამბობს ვახტანგ ებიტაშვილი.
პირველ ეტაპზე, გარდა მიწების მოძიებისა და ცენტრების მშენებლობისთვის ნებართვების მოპოვებისა, აუცილებელი იყო, რომ კომპანიის წარმომადგენლებს მიეღოთ კონკრეტული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ტექინსპექტირების პროცესი. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ჯერ თავად მათ უნდა შეესწავლათ ავტომობილების ტექისნპექტირება და შემდეგ ეს ცოდნა სხვებისთვის გადაეცათ. ამ მისიით, კომპანიის 10 თანამშრომელი ორი თვით, ესპანეთში გაემგზავრა:
"ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. მათ მიიღეს საუკეთესო ცოდნა და გამოცდილება. შეისწავლეს ტექინსპექტირების თეორიული და პრაქტიკული ნაწილი. პარალელურად, კომპანიამ დაიწყო მიწების მოძიებისა და მშენებლობის ნებართვების აღების პროცესი, რაც სერიოზულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და პრაქტიკულად, პირველი ექვსი თვე, ვმუშაობდით ყოველ დღე, არ არსებობდა ჩვენთვის შაბათ-კვირა", — გვიყვება ვახტანგ ებიტაშვილი.
მშენებლობის პარალელურად, ცენტრები აღიჭურვა სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ფრანგული კომპანიის, ACTIA AUTOMOTIVE (ახლანდელი Muller Automotive)-ის ტექნიკით:
"როდესაც ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები აღჭურვილობის დასამონტაჟებლად ჩამოვიდნენ, ზოგიერთი ცენტრი გადახურულიც კი არ იყო და ჩვენ მათ ფეხდაფეხ ვასრულებდით მშენებლობებს. საშობაო პერიოდი მოდიოდა, ხალხს სახლებში უნდოდა დაბრუნება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა საშობაო არდადეგებიც ჩვენთან ერთად, საქმეში ჩართულებმა გაატარეს. ახლა ამ ხუთი წლის თავზე, ამ ყველაფერს შესაძლოა ღიმილით ვიხსენებდეთ, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ გვქონდა სასაცილოდ საქმე".
და რა თქმა უნდა, მთავარი — თანამშრომლები, ინსპექტორები, რომლებიც გრინვეის თავად უნდა მოეძიებინა და გადაემზადებინა:
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ, ამჯერად საჭირო იყო მათი თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სამუშაო პროცესისთვის გადამზადება. კომპანიის თანამშრომლები, რომლებმაც ესპანეთში გაიარეს ტრენინგები, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ინსპექტორების სწავლების პროცესში ჩავრთეთ. სწორედ მათ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნდა სხვა თანამშრომლების ცოდნაც".
ვახტანგ ებიტაშვილს კარგად ახსოვს ის დღე, როცა გრინვეის ერთ-ერთ ცენტრში პირველი მომხმარებელი და ავტომობილი მიიღეს:
"ეს იყო სრულიად სხვა ემოცია - თითქოს გაიმარჯვე, მაგრამ თან საშინელ დაღლილობას გრძნობ. დღეს, თითო მანქანის შემოწმებაზე ორი ადამიანი რომ მუშაობს, მაშინ, ლამის 50 ადამიანი ეხვეოდა იმ ერთ მანქანას, ყველა რაღაცას ამოწმებდა. პირველ დღეს, მთელი დღე ვიმუშავეთ და მხოლოდ 3 მანქანა გავატარეთ. ახლა, დღის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 1500 ავტომობილს უტარდება ჩვენთან ინსპექტირება. ამ მონაცემებითაც ძალიან მარტივია შედარება, საიდან დავიწყეთ და სად მოვედით".
პანდემია, როგორც გამოწვევა ახლად აწყობილი საქმისთვის
ის იყო, 2020 წლის დასაწყისისთვის კომპანია სრული დატვირთვით ამუშავდა, რომ მსოფლიოში კოვიდ-პანდემია დაიწყო. როგორც ყველა და ყველაფერი, გრინვეიც მათთვის უცნობი გამოწვევის წინაშე დადგა.
ვახტანგ ებიტაშვილი იხსენებს, რომ ერთი წლით ადრე, როცა კომპანია ბიზნესუწყვეტობის პროცედურაზე გუნდთან ერთად მუშაობდა, გრაფაში, სადაც ამ უწყვეტობის საფრთხეები უნდა ჩამოეთვალათ, ერთ-ერთ ასეთ საფრთხედ სწორედ პანდემია ჩაიწერა, თუმცა, მაშინ არავის უფიქრია, რომ ერთი წლის შემდეგ, ეს საფრთხე კომპანიისთვის რეალობად იქცეოდა:
"მაშინ იმ გრაფაში ჩავწერეთ, რომ ჩვენი ბიზნესუწყვეტობა შესაძლოა შეაფერხოს ხანძარმა, აფეთქებამ, სტიქიურმა უბედურებამ და მათ შორის, პანდემიამ. ყველა შემთხვევაზე გათვალისწინებული იყო, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. პანდემიის გრაფაში ჩავწერთ, რომ თუკი ასეთი რამ მოხდებოდა, ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უნდა შეეძინა ვაქცინა და თანამშრომლების აცრა უზრუნველეყო. ამას რომ ვწერდით, პანდემიას არავინ ელოდა, აზრადაც კი არ მოგვივიდოდა მსგავსი რამ. მხოლოდ მაშინღა გავიცინეთ მწარედ, როცა ამ რეალობის წინაშე დავდექით და გაგვახსენდა ჩვენი გეგმა".
გრინვეის დირექტორი ამბობს, რომ კოვიდ-პანდემიამ კომპანია ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა:
"აღმოვჩნდით ძალიან რთულ მდგომარეობაში. როცა ორთვიანი ლოკდაუნი გამოცხადდა, მაშინ მართლა სასწაულების გაკეთება დაგვჭირდა, რომ გადავრჩენილიყავით. თითოეულმა თანამშრომელმა გმირობა ჩაიდინა. პრაქტიკულად არ გავჩერებულვართ რეგიონების გარდა. რაც ყველაზე მთავარია, შევინარჩუნეთ თანამშრომლების ძირითადი ბირთვი. ეს პროფესია, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ეს კადრები არ არსებობდა, ჩვენ შევკარით გუნდი, ვასწავლეთ, ბევრი ვიმუშავეთ მათთან ერთად და ერთი ხელის მოსმით უნდა განადგურებულიყო ყველაფერი".
ვახტანგ ებიტაშვილი ჰყვება, რომ იმ პერიოდში, ბევრმა მომხმარებელმა მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია გამოიჩინა და მიუხედავად იმისა, რომ მათ ამას არავინ ავალდებულებდა, ისინი მაინც მიდიოდნენ ტექინსპექტირების ცენტრებში მანქანების შესამოწმებლად:
"მომხმარებელი რომ მოდიოდა, გვიხაროდა. ერთი, რომ ბიზნესი ფუნქციონირებდა და მეორე, ვხედავდით, როგორი პასუხისმგებლობით უდგებოდა ძალიან ბევრი ადამიანი ამ საქმეს. თანამშრომლები მუშაობდნენ მორიგეობით, ვირუსის შიდა გავრცელების არცერთი შემთხვევა არ გვქონია. და ამიტომ მუშაობა არ შეგვწყვეტია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუძელით და კიდევ უფრო დიდი გამოცდილებით დავუბრუნდით საქმეს".
დღეს, გრინვეიში 300-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. მათი უმრავლესობა ინსპექტორია. გრინვეიში ინსპექტორებად მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც:
"ჩვენი ყველა შენობა მორგებულია შშმ პირებზე. გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს კომპანიაში დაგვესაქმებინა ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ. ჩვენი კომპანია არის ის ადგილი, სადაც დასაქმების საშუალება ეძლევა ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს".
გრინვეის ჰყავს ქალი ინსპექტორებიც: "ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ისიცაა, რომ გრინვეიში თანაბარი შესაძლებლობებია ყველასთვის, კაცის და ქალის საქმე არ არსებობს. არც მენეჯმენტში და არც ცენტრებში", — ამბობს ვახტანგ ებიტაშვილი.
გრინვეი — როგორც ინიციატორი და ინოვატორი
კომპანია გრინვეი უკვე ოთხი წელია ტექისნპექტირების ცენტრების საერთაშორისო ასოციაციის (CITA) წევრია. ვახტანგ ებიტაშვილის თქმით, ასოციაციამ გრინვეის მაგალითი შეიტანა სახელმძღვანელოში, როგორც კომპანია, რომელმაც ექვს თვეში, ნულიდან გამართა ტექინსპექტირების პროცესი და დაიწყო ბაზარზე წარმატებული ოპერირება.
ხუთი წლის განმავლობაში კომპანია უკვე მოემსახურა 1 500 000 მომხმარებელს.
ამ ხუთი წლის განმავლობაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც „გრინვეიმ“ მხარი დაუჭირა, შეეხება ახალი კანონის ამოქმედებას, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის სექტემბრიდან, საქართველოში ტრანსპორტის ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყება და მავნე ნივთიერებების გადაჭარბებაზე შესაბამისი სანქციები დაწესდება:
"გამონაბოლქვის შესახებ ახალი კანონპროექტის ინიციატივის პარლამენტში წარსადგენად ხელმოწერების დაახლოებით 20% გრინვეის ცენტრებში შეგროვდა. ორგანიზაციას ჩემი ქალაქი მკლავს დავეხმარეთ, რომ ხელმოწერები სწორედ ჩვენს ცენტრებში შეეგროვებინა. თავდაპირველად ველოდით, რომ მომხმარებელს ამ კანონპროექტის მიმართ შესაძლოა ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონოდა და ხელმოწერები ვერ შეგროვებულიყო, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა", — ამბობს ვახტანგ ებიტაშვილი.
ციფრული განვითარების ეპოქის მიღწევები კომპანია გრინვეისთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტი აღმოჩნდა. 2023 წლიდან კომპანია მომხმარებლებისთვის ტექინსპექტირების ციფრული ანგარიშების გაცემაზე გადავიდა. ამას ორი მიზეზი აქვს:
"ერთ ის, რომ ქაღალდზე ამობეჭდილ ანგარიშს ბევრი მომხმარებელი კარგავდა, ვერ იმახსოვრებდნენ, რა პრობლემა ჰქონდა მანქანას. ახლა კი მათ სმს-ს სახით მისდით შეტყობინება/ელექტრონული ოქმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია ინსპექტირების შედეგის ანგარიში ჩამოტვირთოს და ელექტრონულად შეინახოს. და მეორე მიზანი, ეს იყო ეკოლოგიური მიმართულება, ამით ვამცირებთ ქაღალდის მოხმარებას".
გრინვეი, რომელსაც დღეს ბაზრის 40%-მდე უჭირავს, ტექინსპექტირების ავანგარდში დგას და კომპანიის დირექტორი სიამაყით აღნიშნავს, რომ ამ დარგისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა და პოზიტიური ცვლილება სწორედ გრინვეის აქტიური ჩართულობით განხორციელდა:
"შეიძლება ითქვას, რომ გრინვეი ყველა მიმართულებით, სატვირთო ავტომობილები, მსუბუქი ავტომობილები, ტაქსები და ა.შ. არის ნომერ პირველი კომპანია. ორი წელია, რაც შეიქმნა ტექინსპექტირების ცენტრების გაერთიანება, რომელიც დაფუძნდა გრინვეის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით. გაერთიანების ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის მიზანია ამ სფეროში მაღალი სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა სახელმწიფოსთან კოორდინაციით".
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში გრინვეის აქტიური ჩართულობით განხორციელდა, ქვეყანაში მოტო-ტრანსპორტის აღრიცხვისა და რეგისტრაციის პროექტი იყო, რომელიც კომპანიამ შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან ერთად განახორციელა და რომლის საშუალებითაც მოხერხდა ქვეყანაში შემოსული დაურეგისტრირებელი მოტო-ტრანსპორტის აღრიცხვა და რეგისტრაცია.
დღეს კომპანია უკვე ძირითადად ისეთ პროექტებზე მუშაობს, რომელიც მეტ კომფორტს შეუქმნის მათ მომხმარებელს:
"მაგალითად, გვინდა, რომ შევამციროთ რეგისტრაციის დრო, კიდევ უფრო მოქნილი გავხადოთ დაჯავშნა. ძირითადად ამ მიმართულებით ვართ ორიენტირებულნი, რადგან ტექინსპექტირების კუთხით ჩვენს ცენტრებში, დღეის მდგომარეობით პროცესი სრულად არის გამართული".
ვახტანგ ებიტაშვილი ამბობს, რომ სხვა არაერთ მიზანს შორის, კომპანიას კიდევ ერთი მიზანი აქვს შესასრულებელი — სამომავლოდ, ტექინსპექტირება გახადოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და გაზარდოს გეოგრაფიული დაფარვა:
"საქართველოს მასშტაბით, დღეს გრინვეის 31 ცენტრი ფუნქციონირებს. თუმცა, რუკას თუ დავხედავთ, ვნახავთ, რომ თბილისში გვაქვს ბუფერული ზონები, სადაც ტექისნპექტირება არ არის და მომხმარებელს, მაგალითად, შესაძლოა თბილისის ზღვიდან ელიავაზე მოუწიოს მისვლა, რომ მიიღოს სერვისი. ჩვენი კომპანიისა და ზოგადად, ტექინსპექტირების რეფორმის ერთ-ერთი ამოცანაც ეს უნდა იყოს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს ეს სერვისი. ცოტა ხნის წინ ახალი ცენტრი გავხსენით რუსთავის გზატკეცილზე. სამომავლოდ კიდევ ვფიქრობთ გაფართოვებას თბილისში".
ცნობიერების ამაღლება — რატომ არის მნიშვნელოვანი ტექინსპექტირება
კომპანია გრინვეის დირექტორი თვლის, რომ დღეს, ტექინსპექტირების რეფორმის დაწყებიდან ხუთი წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს რეფორმა და უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რატომ უნდა ჰყავდეს ადამიანს გამართული მანქანა.
ვახტანგ ებიტაშვილი ამბობს, რომ ინფორმაციის გაზიარებას კომპანია თავადაც ცდილობს, თუმცა, მისივე თქმით, მთავარი ტვირთი ამ მიმართულებით სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოს:
"საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის, მაგალითად, რა კავშირშია ტექინსპექტირებასთან საგზაო შემთხვევების რაოდენობა. ესპანეთში გაკეთდა შედარება ტექინსპექტირების რეფორმის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ მონაცემებს შორის, რომელმაც აჩვენა, რომ გაუმართავი ავტოტრანსპორტის გამო მომხდარი ავარიებისას გარდაცვლილთა რაოდენობა, ტექინსპექტირების რეფორმის ამოქმედების შემდეგ 80%-მდე შემცირდა. ასე, კონკრეტული ქვეყნების მაგალითებით უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს რეფორმა. არა ჯარიმის შიშით, არამედ შეგნების დონეზე უნდა დავიდეს ეს პროცესი".
კომპანია გრინვეი ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით, პერიოდულად თავად აწარმოებს კამპანიებს და გასვლით შეხვედრებს მართავს მოსახლეობასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ ებიტაშვილის თქმით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ტექინსპექტირების რეფორმის პროცესში, შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობა მივიჩნიოთ, ხუთი წლის თავზე, ამ მხრივ, სრულიად საპირისპირო სურათს აჩვენებს ახალბედა მძღოლების დამოკიდებულება რეფორმის მიმართ:
"სწორედ ახალბედა მძღოლები არიან ის ადამიანები, რომლებიც სულ სხვა პასუსიხმგებლობით უდგებიან ამ საკითხს და უყურებენ როგორც აუცილებელ რეფორმას. ხუთი წელი არ არის დროის დიდი მონაკვეთი, მაგრამ თვალსაჩინო შედეგებიც გვაქვს კიდევ ერთი მიმართულებით — მანქანის ყიდვა-გაყიდვის დროს, ადამიანები უკვე დიდ ყურადღებას აქცევენ, აქვს თუ არა ავტომობილს გავლილი ტექინსპექტირება".
რა უნდა იყოს საქართველოს სამომავლო მიზანი ტექინსპექტირების რეფორმის პროცესში? ამ კითხვაზე პასუხად კომპანია გრინვეის დირექტორს ერთი მაგალითი მოჰყავს:
"ევროპის ქვეყნები ნელ-ნელა მიდიან იქითკენ, რომ ნულამდე დაიყვანონ გარდაცვალების რიცხვი, რომელიც გამოწვეული იქნება ავტომობილების გაუმართაობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო. დიახ, ეს ძალიან ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას შეძლებენ და ჩვენც, ნელ-ნელა უნდა დავდგეთ ამ გზაზე".
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები