როგორ გავიგოთ, რა ინფორმაციას ფლობს Google ჩვენზე — მარტივი მეთოდი
ალბათ, ყველამ იცის, რომ ტექ-გიგანტი, კომპანია Google, ჩვენ შესახებ ინფორმაციას ინახავს, თუმცა ზუსტად რა ტიპისა და რაოდენობის ინფორმაციაზეა საუბარი?
TikTok-ის მომხმარებელმა, @yorgoandlea-მ, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გამომწერებს აჩვენა, თუ როგორ უნდა გაარკვიონ, რა ინფორმაციას ფლობს გუგლი მათზე.
ვიდეოში ის გუგლის საძიებო სისტემაში წერს "ad settings google" და ავტორიზაციას გადის საკუთარი ანგარიშით.
ქვემოთ ჩასქროლის შემდეგ კი აღმოაჩენს, რომ კომპანიამ იცის მისი ასაკი, გენდერი და ისიც კი, თუ რა ენებზე საუბრობს იგი.
ამასთანავე, გუგლს შენახული აქვს ინფორმაცია მომხმარებლის ინტერესების შესახებაც, მაგალითად: "არქიტექტურა" და "აუდიო აღჭურვილობა".
ვიდეოს 300 000-ზე მეტი მოწონება და ათასზე მეტი კომენტარი აქვს. ადამიანების უმეტესობა წერს, რომ გუგლის მიერ შეგროვებული ინფორმაცია აკურატულია, თუმცა ზოგი იმასაც ამბობს, რომ კომპანიას გარკვეული დეტალები — მაგალითად, მომხმარებლის ასაკი — ეშლება.
თავად გუგლის თქმით, ეს ინფორმაცია კომპანიას ეხმარება, მომხმარებელს უკეთესი მომსახურება გაუწიოს და უშუალოდ მასზე მორგებული, პერსონალიზებული რეკლამები და სიახლეები შესთავაზოს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას მომხმარებლების ინფორმაციის დაცვის პირობა აქვს დადებული, მაგრამ თუკი თავს მაინც არაკომფორტულად გრძნობთ, შეგიძლიათ, პერსონალიზებული რეკლამების ფუნქცია — იმავე გვერდიდან, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები — უბრალოდ, გათიშოთ.
კომენტარები