ChatGPT-ს აპლიკაცია უკვე Android-ისთვისაც ხელმისაწვდომია
ChatGPT-ს Android აპლიკაცია Google Play Store-ზე უკვე ხელმისაწვდომია. აქამდე ჩატბოტის აპლიკაციით სარგებლობა მხოლოდ iOS-ის მომხმარებლებს შეეძლოთ.
კომპანიის ტვიტის თანახმად, იგი თავდაპირველად აშშ-ში, ინდოეთში, ბანგლადეშსა და ბრაზილიაშია ხელმისაწვდომი. სიას სხვა სახელმწიფოები მალე დაემატება, როგორც ეს აპლიკაციის iOS ვერსიის შემთხვევაში მოხდა. მანამ, სანამ აპლიკაცია ჩვენს ქვეყანაშიც შემოვა, შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაცია.
Android აპლიკაციას მას შემდეგ უშვებენ, რაც ივნისში ChatGPT-ს მომხმარებელთა რაოდენობამ იკლო.
ასევე იხილეთ: ChatGPT-მ ივნისში მომხმარებლები პირველად დაკარგა — რა ხდება
Threads პლატფორმის გაშვებამდე ChatGPT დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჯერჯერობით რთული სათქმელია, გაგრძელდება თუ არა მისი წარმატება.
კომპანია OpenAI-ს GPT-4 მოდელს Bing AI ჩატბოტშიც ვხვდებით. ანდროიდისათვის იგი უკვე რამდენიმე თვეა, ხელმისაწვდომია. მეორე მხრივ, ცალკე აპლიკაციის ნაცვლად, Google-ის Bard ჩატბოტი მხოლოდ ვებ ინტერფეისის სახით შეგვიძლია გამოვიყენოთ.
მობილური აპლიკაციებისათვის AI-ზე მომუშავე ინსტრუმენტებს უკვე არაერთი ტექნოლოგიური კომპანია უშვებს. საკუთარი ჩატბოტზე მუშაობს Apple-იც, რომელსაც, Bloomberg-ის ცნობით, კომპანიის შიგნით უკვე ტესტავენ.
კომენტარები