YouTube-ზე ახალი პოლიტიკა იტესტება, რომელიც რეკლამების დაბლოკვას ზღუდავს
მომხმარებლები რეკლამების დამბლოკით 3-ზე მეტ ვიდეოს ვეღარ ნახულობენ.
იმისათვის, რომ YouTube-ზე ვიდეოებს ურეკლამოდ ვუყუროთ, YouTube Premium-ის შეძენაა საჭირო. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მომხმარებელი უბრალოდ მესამე მხარის აპლიკაციას ან რეკლამების დამბლოკს იყენებს. კომპანია ამის საწინააღმდეგო ზომების მიღებას იწყებს და ახალ პოლიტიკას ტესტავს.
Reddit-ის მომხმარებელ Reddit_n_Me-ს ეკრანზე სპეციალური მენიუ გამოუჩნდა, როცა პერსონალურ კომპიუტერზე YouTube-ს ჩართული AdBlock-ით უყურებდა.
ეკრანზე გამოჩენილ მენიუში ჩანს, რომ მომხმარებლები ყურების გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ, თუ ჩართული დამბლოკით უკვე სამი ვიდეო ნახეს.
"როგორც ჩანს, რეკლამის დამბლოკს იყენებ. ვიდეოს გაშვება დაიბლოკება, თუ YouTube-ს რეკლამების გაშვების ნებართვა არ ექნება ან რეკლამების დამბლოკი არ იქნება გამორთული", — ვკითხულობთ ფოტოზე.
ჩანს ორი ღილაკიც: YouTube-ისათვის რეკლამების გაშვების ნებართვას იძლევა, მეორე კი YouTube Premium-ის შეძენისთვისაა განკუთვნილი.
YouTube-იდან უკვე დაადასტურეს, რომ აღნიშნული პოლიტიკა მართლაც იტესტება.
კომენტარები