კანაფის ნაერთი სრულიად განსხვავებულ მცენარეში აღმოაჩინეს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს კანაბიდიოლი, კანაფის ნაერთი, რომელიც ცნობილია როგორც CBD. მოულოდნელი აღმოჩენა ბრაზილიური მცენარის შესწავლისას მოხდა.
მკვლევრების თქმით, ეს ნივთიერების წარმოების ახალ გზებს ხსნის.
CBD (კანაბიდიოლი) მცენარის ნაყოფსა და ყვავილებში აღმოაჩინეს. მცენარე ცნობილია როგორც Trema micrantha blume — რომელიც ბრაზილიაში ფართოდ გვხვდება.
"მას სარეველად აღიქვამენ", — თქვა რიო-დე-ჟანეიროს უნივერსიტეტის ბიოლოგმა, როდრიგო ნეტომ.
CBD-ის ეპილეფსიის, ქრონიკული ტკივილისა და შფოთის სამკურნალოდ იყენებენ. ის კანაფის ერთ-ერთი მთავარი აქტიური ნაერთია.
ნეტოს თქმით, ქიმიურმა ანალიზმა აღმოაჩინა, რომ მცენარე THC-ს (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) არ შეიცავს. ეს უკანასკნელი ფსიქოატიური ნივთიერებაა და CBD-ის მის გარეშე არსებობა, სავარაუდოდ წარმოებას კიდევ უფრო გაადვილებს.
"ეს შეიძლება კანაბიდიოლის ლეგალური გამოყენებისთვის იდეალური იყოს. საუბარია მცენარეზე, რომელიც მთელს ბრაზილიაში გვხვდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანაბიდიოლის უფრო მარტივ და იაფ წყაროს მივაგენით", — ამბობს ნეტო.
ნეტოს თქმით, ის ახლა კვლევების გაგრძელებას გეგმავს. მას მცენარეში CBD-ის შესაძლებლობების უკეთ გაანალიზება სურს.
ნეტომ და მისმა გუნდმა კვლევისთვის 100 000 დოლარი უკვე მიიღო.
კომენტარები