YouTube თანხის გამომუშავებას აადვილებს — რა ვიცით
ტოპ კონტენტის შექმნის შემთხვევაში, Youtube-ზე დიდი თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი. ამაზე მეტყველებს Forbes-ის სტატისტიკა, რის მიხედვითაც, ათმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა იუთუბერმა, მთლიანობაში (მხოლოდ ერთ წელში) 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
თუმცა, Youtube-ზე კონტენტს ძალიან ბევრი ადამიანი ქმნის.
კარგი სიახლე ის არის, რომ ახლა Youtube კონტენტის შემქმნელებს თანხის გამომუშავებას გაუადვილებს. კონკრეტულ ცვლილებამდე, მინიმუმ 1000 გამომწერი გჭირდებდოდათ, რის შემდეგაც YouTube Partner Program-ზე შეერთებას შეძლებდით. ახლა ამისთვის მხოლოდ 500 გამომწერი გჭირდებათ.
ასევე, ახლა ბოლო 12 თვეში თქვენს კონტენტს 3000 საათის განმავლობაში უნდა უყურონ. აქამდე 4000 საათი გჭირდებოდათ.
პირველ ეტაპზე ცვლილებები შეეხება აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, კანადას, ტაივანსა და სამხრეთ კორეას.
კომენტარები