და, აი, ზაფხულიც დადგა და ისევ მოვიდა დრო დღეების ღია ცის ქვეშ მხიარულად გატარებისთვის. ივნისის ბოლო უქმეებზე თბილისი, ტრადიციულად, კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს. მე-14 წელია, რაც Tbilisi Open Air იმართება და ამ ხნის განმავლობაში ფესტივალმა ათასობით ერთგული გულშემატკივარი შეიძინა, რომლებიც წლიდან წლამდე მოუთმენლად ელოდებიან ლისის საოცრებათა ქვეყანაში დაბრუნებას.

Tbilisi Open Air მართლაც საოცრებათა სამყაროა, რომელიც მუსიკის მოყვარულებს სამ ჯადოსნურ დღეს ჩუქნის ხოლმე. წელს ეს 23, 24 და 25 ივნისია. ფესტივალი ყოველწლიურად იზრდება და ცდილობს, გამორჩეული ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მოწვევით ნებისმიერი გემოვნების მქონე მსმენელის ინტერესი დააკმაყოფილოს.

ინგლისელი მომღერალი ტომ ოდელი, ისლანდიური როკჯგუფი KALEO, გერმანული ბენდი Moderat და ფრანგი შემსრულებელი იმანი — ეს მხოლოდ ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ ვარსკვლავებისა, რომელთაც წლევანდელ ფესტივალზე მოუსმენ. ამას გარდა, Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერები წელს ისეთი ცნობილი ქართული ჯგუფებიც გახლავს, როგორებიც არიან Bedford Falls, Circus Mircus და Skazz.

კიდევ რა უნდა იცოდე წლის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ღონისძიებაზე?

რა დაგჭირდება ფესტივალზე — მცირე გზამკვლევი მოსამზადებლად

ფესტივალამდე ჯერ კიდევ რამდენიმე დღე რჩება, თუმცა, რადგან სამივე საფესტივალო დღე მეტად დატვირთულია, ღონისძიებები კი — ხალხმრავალი, საგულდაგულოდ უნდა დაგეგმო ყველაფერი. მზად უნდა იყო, როგორც მცხუნვარე მზისთვის, ასევე ზაფხულის შხაპუნა წვიმისთვის.

მზიან ამინდში უმჯობესი იქნება, თან იქონიო მზის სათვალე, ქუდი, მზისგან დამცავი კრემი და პლედი. აი, წვიმიან საფესტივალო დღეს, აუცილებლად უნდა გქონდეს საწვიმარი მოსასხამი ან ქოლგა და ბოტები. ისე კი, ნებისმიერ ამინდში კომფორტულ სამოსს და ფეხსაცმელს არაფერი სჯობს.

რაც მთავარია, ჩანთაც კომფორტული შეარჩიე და მაინცდამაინც დაბარგული ნუ გაუყვები გზას ფესტივალისკენ.

სად შეიძენ ამ ყველაფერს — თანაც განსაკუთრებულ ფასად

იმისათვის, რომ დაუვიწყარ მუსიკალურ დღესასწაულს სრულად მომზადებული შეხვდე, თიბისი განაწილება და პარტნიორი მაღაზიები საფესტივალო პერიოდში განსაკუთრებულ აქციებს გთავაზობენ. თიბისის ინოვაციური პროდუქტით, განაწილებით, სარგებლობისას სხვადასხვა ობიექტზე მიმზიდველი ფასდაკლებები დაგხვდება. Tbilisi Open Air ხომ მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი არ არის — ესაა ზეიმი, რომელშიც უამრავ ადამიანთან ერთად, გამორჩეული ქართული კომპანიებიც აქტიურად არიან ჩართულები.

მაშ ასე, აი, სად რას შემოგთავაზებენ თიბისი განაწილებით სარგებლობისას:

  • ტანსაცმლის მულტიბრენდული მაღაზია ჯინს გალერი 17 ივნისს 50%-იან ფასდაკლებას გთავაზობს
  • ასევე 17 ივნისს ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია FActory-ში 50%-იანი ფასდაკლება დაგხვდება
  • IZIPIZI-ის პროდუქციაზე 15-დან 25 ივნისამდე 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ
  • სუპერდრაის ახალ კოლექციაზე ასევე 15-დან 25 ივნისამდე 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს
  • 15-დან 25 ივნისამდე ნიუ ბალანსის პროდუქციასაც 20%-მდე ფასდაკლებით შეიძენ
  • ამავე პერიოდში კენარიში 10%-დან 15%-მდე ფასდაკლება დაგხვდება
  • 25 ივნისის ჩათვლით, ლუტეციაში 50%-მდე ფასდაკლებას შემოგთავაზებენ
  • ისი პარიში ამავე პერიოდში 35%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ.

რა არის თიბისი განაწილება და როგორ შეგიძლია მისით ისარგებლო

განაწილება საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი პროდუქტის, BNPL — Buy Now, Pay Later ("იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით"), ანალოგია. მისი საშუალებით შესაძლებელია, ნივთი თანხის წინასწარი გადახდის გარეშე შეიძინო ნებისმიერ დროს, საფასურის დაფარვა კი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო. განაწილება 4 თვემდე ვადაზე შეგიძლია, სერვისის საკომისიო კი ეფექტური 0%-ია.

განაწილებით სარგებლობა ამ დროისთვის 100-ზე მეტ მაღაზიაში შეგიძლია — ობიექტების ჩამონათვალი კი მუდმივად იზრდება. ასე რომ, ახლა, როცა Tbilisi Open Air კარს მოგვდგომია, სწრაფად და მარტივად შეძლებ, სასურველი ნივთი დაისაკუთრო.

როცა საჭირო ნივთებს მოიმარაგებ, სხვა საკითხების მოგვარების ჯერიც დადგება. პირველ რიგში, დაგეგმე ლისის საოცრებათა ქვეყნამდე მისასვლელი მარშრუტი. რადგან ღონისძიების მიმდებარე ტერიტორია ხშირად იტვირთება ხოლმე, ორგანიზატორები სტუმრებს ურჩევენ, ადგილზე ფეხით, ველოსიპედით ან საჯარო ტრანსპორტით მივიდნენ.

თან იქონიე წყალი, სასურველია, მრავალჯერად ჭურჭელში (თერმოსი მშვენიერი არჩევანია). ფესტივალზე დაგხვდება კვების ობიექტებიც, ამიტომ, მათ შესახებაც მოიძიე ინფორმაცია ღონისძიების არხების მეშვეობით.

რამე ხომ არ გამოგვრჩა?.. ჰო, რა თქმა უნდა — ფესტივალს ოთხი სხვადასხვა სცენა აქვს, ასე რომ, კარგად შეისწავლე ლაინაფი და გაიგე, სად და როდის შეძლებ საყვარელი შემსრულებლების მოსმენას.


რეგიონის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2009 წელს Altervision Group-მა თიბისის მხარდაჭერით დააფუძნა. მას შემდეგ თიბისი ფესტივალის მუდმივი პარტნიორია. სხვადასხვა დროს ღონისძიების სცენაზე 1000-ზე მეტი შემსრულებელი გამოსულა. მათ შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ჯგუფები, როგორებიც Deep Purple და Placebo არიან.