ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სამი კომპანია, რომლის აქციის ფასიც იზრდება
ბოლო პერიოდში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულმა კომპანიებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს. AI სექტორს სხვებთან ერთად საფონდო ბირჟის ექსპერტები აკვირდებიან, რადგან მისი წარმატება ინვესტორების პორტფელების ზრდაში პირდაპირ კონვერტირდება.
ამ საქმეში გამოცდილ ადამიანებს AI კომპანიების შესახებ მოლოდინები აქვთ, თუმცა, ვიდრე პროგნოზების გარჩევას დავიწყებთ, მიღწეულ შედეგებზე უნდა ვისაუბროთ. აღსანიშნავია, რომ AI-თან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლო რამდენიმე წლის ჭრილში მნიშვნელოვანი ზრდა უკვე აჩვენეს. ანალიტიკოსები ამას სექტორის პერსპექტიულობას მიაწერენ და მიიჩნევენ, რომ ეს კომპანიები განვითარებას მომავალშიც გააგრძელებენ.
ამ სტატიაში იმ სამი კომპანიის შესახებ გიყვებით, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთან სხვადასხვანაირად არიან დაკავშირებულები და ბოლო რამდენიმე წლის ჭრილში შესამჩნევ ზრდას აჩვენებენ.
1. NVIDIA (NVDA)
NVIDIA ჩიპების მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა, რომელიც აშშ-შია დაფუძნებული. კომპანია აწარმოებს პროდუქტებს, რომელიც სხვადასხვა სექტორში გამოიყენება. მათ შორის: საავტომობილო, სამომხმარებლო ელექტრომოწყობილობებისა და სათამაშო სექტორები. ამასთან, Nvidia-ს პროდუქცია ფართოდ გამოიყენება კომპიუტერების სექტორშიც.
კომპანიის მთავარი ბაზარი აშშ, ჩინეთი და ტაივანია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის ჭრილში კომპანიის შემოსავლები 22%-ით არის გაზრდილი. ანალიტიკოსების პროგნოზით, ეს მონაცემი მომდევნო სამ წელში დამატებით 24%-ით გაიზრდება.
ბოლო მონაცემების მიხედვით, Nvidia ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის ჩიპების მწარმოებელ უმსხვილეს მომწოდებლად გვევლინება. მაგალითად, 2023 წლის AI-ის მთავარი პროდუქტი ChatGPT სწორედ NVIDIA-ის მოწყობილობის ჩართულობით გაეშვა.
გარდა ჩიპების წარმოებისა, კომპანიამ ახალი სუპერკომპიუტერული პლატფორმა DGX GH200 წარმოადგინა. ამ პლატფორმის მიზანია, შექმნას ისეთი AI მოდელები, რომლებსაც ვიზუალური ტექსტური და აუდიო კონტენტის შექმნა შეეძლებათ.
ბოლო ერთ წელში კომპანიის აქციების ფასი 137%-ით არის გაზრდილი. ამჟამად, NVIDIA-ის ერთ აქციას 406 დოლარად შეიძენ.
2. Deere & Company (DE)
ეს კომპანია ისეთი მძიმე ტექნიკის მწარმოებელია, რომელიც სოფლის მეურენეობის, სამშენებლო და სატყეო სექტორებში გამოიყენება. უნდა ითქვას, რომ Deere & Company საკუთარ სექტორიში ლიდერია.
Deere & Company-ის მთავარი პროდუქტებია კომბაინები, დათესვისა და მოსავლის აღებისთვის საჭირო ტექნოლოგიები, სპროტული ბალახის მოვლის აღჭურვილობები და სხვა.
2018-2022 წლებში კომპანიის შემოსავალი 7,5%-ით გაიზარდა. პროგნოზების მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეს რიცხვი 1,9%-ით უნდა გაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ Deere & Company-მა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებაში ხელოვნური ინტელექტის სისტემები წარმატებით დანერგა. მაღალი სიზუსტის AI-ზე დაფუძნებულ სისტემებს სამეურნეო ოპერაციების (დათესვა, მოსავლის აღება, მორწყვა) შესრულება დამოუკიდებლად შეუძლიათ.
ბოლო ერთ წელში კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 31%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ფასმა 410 დოლარს მიაღწია.
3. Iridium Communications (IRDM)
Iridium Communications მობილური ტექნოლოგიებისა და საკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელი გლობალური კომპანიაა. მის მოხმარებელებს შორის მთავრობები, ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და სხვები არიან.
კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა სახის მობილურ და სატელეკომუნიკაციო სერვისს სთავაზობს. ამასთან, Iridium Communications მუშაობს სატელეფონო ქსელთან დაკავშირებულ სატელიტური და მდებარეობის განმსაზღვრელი კავშირების მიმართულებითაც.
2022 წლის დეკემბერში კომპანიამ Iridium Messaging TransportSM-ის გამოშვების შესახებ განაცხადა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული და სატელიტური კავშირების მუშაობის გამარტივებას ისახავს მიზნად. IMT გვთავაზობს IP მონაცემთა გადაცემის სერვისს, რომელიც Iridium-ის ქსელის უნიკალურ შესაძლებლობებზეა მორგებული.
ბოლო ერთი წლის ჭრილში კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 65%-ით არის გაზრდილი. ამჟამად, მისი ერთი აქცია 61 დოლარად ივაჭრება.
გახოსვდეს, ინვესტირების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ის არის, რომ განვითარების პროცესში მყოფი კომპანია შეამჩნიო და მისი აქციები სწორედ მაშინ იყიდო, ვიდრე შთამბეჭდავ აღმასვლას დაიწყებს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ საქმეში გამოცდილი ადამიანები ნებისმიერი სახის საინვესტიციო ნაბიჯის გადადგმამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარებას გვირჩევენ. თუ AI კომპანიებზე დამატებითი ინფორმაციის მოძიება გსურს, გაეცანი Galt & Taggart-ის კვლევას და გაიგე მეტი სექტორის შესახებ.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები