შავი ხვრელის დაბადება — მეცნიერებმა ამ დროისთვის ყველაზე კაშკაშა აფეთქება დააფიქსირეს
მეცნიერებმა რეკორდულად კაშკაშა აფეთქების წყარო გამოავლინეს. აფეთქება დაკავშირებულია გიგანტური ვარსკვლავის აფეთქებასთან.
აფეთქება იმდენად კაშკაშა იყო, რომ ჩვენს ინსტრუმენტებს გაუჭირდათ მისი გაზომვა.
თუმცა, შემდეგ მკვლევრებმა ტელესკოპები აფეთქებისკენ მიმართეს და შეგროვებული მონაცემებით, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა საბოლოოდ გაარკვია, როგორ წარმოქმნა ზეახალმა ასეთი ძლიერი გამოსხივება.
GRB 221009A, მეტსახელად BOAT (ყველა დროის ყველაზე კაშკაშა), არის მასიური ვარსკვლავის სიკვდილის შედეგი, რომელიც 2,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა ჩვენგან. საბოლოოდ, უდიდესი მასის გამო ვარსკვლავი შავ ხვრელში ჩაიშალა. კოლაფსის შედეგად წარმოქმნილი გამა გამოსხივება კი შეიცავდა ვიწრო, სტრუქტურირებულ ჭავლს, რომელიც გარშემორტყმული იყო გაზის უფრო ფართო გადინებით.
ეს მოულოდნელია. ჩვენი ამჟამინდელი მოდელები პროგნოზირებენ, რომ აფეთქება მხოლოდ ჭავლს წარმოქმნის. აღმოჩენა გავლენას ახდენს ჩვენს გაგებაზე შავი ხვრელების ფორმირების შესახებ.
გამა-სხივების გამოტყორცნა ყველაზე ძლიერი აფეთქებაა, რისი დაფიქსირებაც კოსმოსში შეგვიძლია. ხანგრძლივი გამა-სხივების გამოტყორცნა, როგორიცაა GRB 221009A, გამოწვეულია მასიური, სწრაფად მბრუნავი ვარსკვლავების სიკვდილით.
როდესაც მსგავსი ვარსკვლავი სიცოცხლეს ასრულებს, ის იშლება გრავიტაციის ქვეშ და წარმოქმნის ულტრამკვრივ ობიექტს, როგორიცაა შავი ხვრელი. პარალელურად, გარე ვარსკვლავური მასალა გამოიდევნება გარეთ უზარმაზარი აფეთქების სახით, რასაც ზეახალიც შეგვიძლია ვუწოდოთ.
აღმოჩენენა შეიძლება დაგვეხმაროს კაშკაშა გამა-სხივების აფეთქებების ახსნაში. ეს ასევე დაგვეხმარება შავი ხვრელების დაბადების გაგებაში.
მკვლევრების თქმით, ასეთი გამოსხივების დაფიქსირების შანსი ათასში ერთია და მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები