TIMES HIGHER EDUCATION მსოფლიო უნივერსიტეტთა რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში საუკეთესო შედეგი აქვს
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია Times Higher Education-ის 2023 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში (THE World University Ranking) შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესდა. უნივერსიტეტი რანგირების 1001-1200 მონაკვეთში მოხვდა.
რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს 1799 ინსტიტუციის შედეგებს ასახავს, საქართველოდან მხოლოდ ორი საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუციაა წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგი აქვს.
2023 წლის რანგირებისთვის ბიბლიომეტრიული მონაცემების მიმწოდებელმა სამეცნიერო ბაზამ ელსევიერი (Elsevier) შეისწავლა და გააანალიზა 15.5 მილიონ პუბლიკაციასთან დაკავშირებული 120 მილიონზე მეტი ციტირება, რომლებიც ეფუძნება 25 000-ზე მეტი აკადემიური ჟურნალის მონაცემებს, ინდექსირებულს Scopus-ის მონაცემთა ბაზაში. რანგირებულ სიას ასევე საფუძვლად უდევს მსოფლიო მასშტაბით 40 000 მეცნიერის გამოკითხვის შედეგები.
Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი (THE World University Ranking) წარმოებულია 13 ინდიკატორისგან, რომელთაგან თითოეული გაერთიანებულია 5 კატეგორიაში — მნიშვნელობის მიხედვით შეწონილ სვეტებში, რომლებიც, თავის მხრივ, უმაღლესი განათლების სრულყოფის ძირითად სფეროებს წარმოადგენს.
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის შემდეგი 5 სვეტისგან შედგება:
- სწავლება (30%): სასწავლო გარემო;
- კვლევა (30%): მოცულობა, შემოსავალი და რეპუტაცია;
- ციტირება (30%): კვლევის გავლენა;
- ინდუსტრიისგან შემოსავალი (2.5%): ცოდნის გადაცემა;
- საერთაშორისო პერსპექტივა (International Outlook (7.5%): საერთაშორისო პერსონალი, სტუდენტები და კვლევითი თანამშრომლობა.
როგორც სვეტებიდან ჩანს, რეიტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა (შეწონილი მნიშვნელობით 30%) — ციტირება: კვლევის გავლენა. ამ კატეგორიით ფასდება აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიერ შესრულებული სამეცნიერო საქმიანობის გავლენა გლობალურად მეცნიერებაზე. კვლევის გავლენის ინდიკატორი უნივერსიტეტებს აფასებს ახალი ცოდნისა და იდეების გავრცელების თვალსაზრისით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაჩვენებელი ამ კატეგორიაში მომიჯნავე საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია და 40.2 ნიშნულს შეადგენს (იხილეთ გრაფიკი).
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეთოდოლოგიის დეტალური აღწერა ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები