თბილისში, Touch.point-ზე TikTok-ის, Meta-სა და Nike-ის წარმომადგენლები წარდგებიან — იხილეთ სრული ლაინაფი
საქართველოში პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.point 9 ივნისს გაიმართება და მასზე საერთაშორისო გამოცდილებას გააზიარებენ ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა TikTok, Meta თუ Nike.
ღონისძიების ორგანიზატორი — Touch Platform საქართველოში უკვე 6 წელია, საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციას მართავს. ხოლო წელს, პირველად საქართველოში, მარტექ ფესტივალი, Touch.point-ს ტარდება.
Touch.point განკუთვნილია მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის (როგორიცაა: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მარკეტინგის მენეჯერები, პროდუქტის მენეჯერები, სოც მედია მენეჯერები, ქონთენთ მენეჯერები, კრეატიული სააგენტოს ექაუნთ მენეჯერები, სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალისტები, სტრატეგები, პროდუქტის ინჟინრები, ტექ მეწარმეები თუ სხვა)
ფესტივალის მთავარი მიზანია აამაღლოს ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგული ტექნოლოგიების მიმართ ცოდნა და არსებული ტექნოლოგიური გადაწყვეტების პრაქტიკაში ეფექტურ დანერგვას, მეტად შეუწყოს ხელი.
ტრადიციულად გამორჩეულად საინტერესო ლაინაფით ფესტივალი აუდიტორიას დატვირთულ, საინტერესო ინტერაქციებით, ინსპირაციითა და დისკუსიებით სავსე დღეს პირდება.
ორგანიზატორებმა დაანონსეს სრული ლაინაფი:
- ოკსანა ვალენტელის — TikTok-ის კრეატიული დირექტორი, დიდი ბრიტანეთი
- ენდი ჩაილდსი — Meta-ს ბიზნეს სტრატეგი და ფუტურისტი, გერმანია
- აიშა ხანი — NIKE-ს კრეატიული სტუდიის კრეატიული ბრენდინგის ხელმძღვანელი, იაპონია
- ერიკ შმალინი — Media.Monks-ის გლობალური მედიის ხელმძღვანელი, 2 EMMY-ის მფლობელი, აშშ
- ბერნარდო გონზალეზ — Droga5-ის კრეატიული დირექტორი, ნიუ იორკი, აშშ
- ლაურა ვისკო — GREY- ის კრეატიული ხელმძღვანელი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
- ჯასეკ მარკოვსკი — Google დიცრული რეკლამის არქიტექტორი
- ორსუნ ფისტიკი — Salesforce მარკეტინგის რეგიონალური ხელმღძვანელი
- ადამ ნოვაკოვსკი — Meta კრეატიული სააგენტოს პარტნიორი
- დევიდ ქოქკლი — ბიზნეს კონსულტანტი, ეფლში 27 წლიანი გამოცდილებით
- სალი ქერქაძე — ლივინგსტონის ვებ დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- მარიამ ლელაშვილი — Optio-ს უფროსი პროდუქტ ოფიცერი
- სანდრო ჯავახიშვილი — JWT Metro სტრატეგიის ხელმძღვანლი
- ჯინო დოლინი — ტერმინალი, CEO
- ნინი ჩაჩანიძე — Veli.Store, მომხმარებლის გამოცდილების ხელმძღვანელი
- ვახტანგ მდივანი — Promofy.app, პროდუქტის ხელმძღვანელი
- რუსუდან გიგინეიშვილი — Evido, Country Manager
- მარიამ მენთეშაშვილი — PRS IN VIVO, ინსაითის ანალიტიკოსი
- გიორგი კინწურაშვილი — საქართველოს ბანკი, ციფრული ბანკინგის ეკოსისტემის ხელმძღვანელი
- შოთა ჩინჩალაძე — დამოუკიდებელი ბრენდ ექსპერტი
- სალი დადიანი — თიბისის ციფრული ბრენდ მენეჯერი
- გივი ჩხარტიშვილი — Hapttic, პროდუქტის ლიდი
- გიორგი ავალიანი — Holy Motors, დამფუძნებელი, კრექტიული დირექტორი
პროგრამა დატვირთული იქნება მნიშვნელოვანი, ინფორმატიული პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, კრეათონით, ნეთქვორქინგით და საღამოს წვეულებით.
ფესტივალის მთავარი თემებია:
- მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი
- მარკეტინგის ავტომაციების ხელსაწყოები
- ბრენდი და კულტურა
- მომხმარებლის ქცევა
- ციფრული ქონთენთი და "სთორითელინგი"
- მარკეტინგი მეტავერსში
სრული პროგრამა იხილეთ ვებ გვერდზე: https://touchpoint.ge/program
პირველი კალათის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. Early Bird ფასები ამ პარასკევს დასრულდება.
ფესტივალის პარტნიორები არიან: აჭარაჯგუფი, დ-ბლოკი, კეტარის ფონდი, GITA, თბილისი მედია სითი, სელფი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ევიდო, ალტა, ნოქსტონი, ბრიდი, ლოვენბრაუ, ბორჯომი.
კომენტარები