ბათუმში ჯაზ-ფესტივალი 27 ივლისს გაიხსნება - დეტალები ფესტივალის შესახებ
ფოტო: Black Sea Jazz Festival
ზაფხული ნელ-ნელა უფრო და უფრო ცხელი ხდება, მათ შორის მუსიკალურადაც. საქართველოში უკვე ჩატარდა Tbilisi Open Air, ჯერ კიდევ გრძელდება SOU Festival, ივლისის ბოლოს კი, ტრადიციულად, ჯაზ-ფესტივალიც აიღებს სტარტს.
წელს ჯაზ-ფესტივალი მეთერთმეტედ ჩატარდება და 27 ივლისს დაიწყება. ოთხი დღის განმავლობაში მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები თქვენს განწყობასა და სასიამოვნოდ დასვენებაზე იზრუნებენ. ზღვის ტალღებში ცურვისა და ცხელ სანაპიროზე ნებივრობის შემდეგ, საღამოს, რეგისა და ჯაზის ვარსკვლავები გაგილამაზებენ.
2017 წლის ღონისძიება ფესტივალის ისტორიაში ერთ-ერთი განსაკუთრებული იქნება. Black Sea Jazz Festival-ის ფარგლებში ბათუმს ისეთი შემსრულებლები ეწვევიან, როგორიცაა Jamiroquai, Joss Stone, Cory Henry და სხვ.
ინფორმაცია შემსრულებლების შესახებ
Joss Stone
გრემის, BRIT AWARD-ისა და მრავალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა ჯოს სთოუნმა (Joss Stone) წარმატებული მუსიკალური კარიერა 2003 წლიდან დაიწყო, მაშინ, როდესაც მუსიკოსის სადებიუტო მულტი-პლატინის ალბომი The Soul Sessions ბრიტანული პრესტიჟული დაჯილდოების Mercury Prize შორთ-ლისტში მოხვდა. მომღერლის მომდევნო მულტი-პლატინის ალბომს Mind Body & Soul წარმატება ასევე სწრაფად ხვდა წილად და გამოსვლიდან ერთი კვირის განამვალობაში ბრიტანული ჩარტების მოწინავე პოზიციებს არ თმობდა. აღნიშნულ ალბომში შესულმა ჰიტმა „YOU HAD ME“. ჯოს სთოუნს გრემის ჯილდო მოუტანა.
2004 წელს მუსიკოსი ყველაზე ახალგაზრდა ბრიტანელი შემსრულებელი გახდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბრიტანული ჩარტების პირველ ადგილს იკავებდა. 2007 წელს ჯოს სთოუნმა, რიგით მესამე ალბომი, Introducing Joss გამოუშვა, რისთვისაც მუსიკოსმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო. ჯოს სთოუნის მომდევნო ალბომმა, Colour Me Free!, დღის სინათლე 2009 წლის ოქტომბერში იხილა, ხოლო რიგით მე-5 ალბომი LP1, მუსიკოსმა 2011 წლის ივლისში გამოუშვა. კარიერის განმავლობაში ბრიტანელმა მომღერალმა ჯოს სთოუნმა მსოფლიოს მასშტაბით 14 მილიონი ალბომი გაყიდა.
Jamiroquai
ფანკისა და ეისიდ-ჯაზის შემსრულებელი ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Jamiroquai 1992 წელს შეიქმნა. ჯგუფის დაამარსებელი და ლიდერი მუსიკოსი ჯეი ქეია (Jay Kay). 90-იანი წლებიდან დღემდე, ჯგუფი ლონდონის ე.წ. ეისიდ - ჯაზის მოძრაობის წევრია. 1993 წელს Jamiroquai-მ პირველი სტუდიური ალბომი Emergency on Planet Earth გამოუშვა. ამერიკელმა მსმენელმა ის 1996 წელს გამოცემული ალბომით Travelling Without Moving გაიცნო. აღნიშნულ ალბომში შესულია ჯგუფის ყველაზე ცნობილი ორი ჰიტი - Cosmic Girl და Virtual Insanity. ამ უკანასკნელ სინგლზე შექმნილმა ვიდეომ ჯგუფს, 1997 წლის MTV Video Music Awards-ზე, 4 ნომინაციაში (Best Video, Best Special Effects, Best Cinematography, Breakthrough Video) მოუტანა გამარჯვება.
2017 წლის დასაწყისში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა Jamiroquai-ის ახალი ალბომის Automaton-ის თიზერი, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ოფიციალურად გამოვიდა.
2017 წლის იანვარში, ჯგუფის წევრებმა ევროპისა და აზიის ქვეყნებში, გაზაფხული-ზაფხულის, რიგით მეათე, საიუბილეო საფესტივალო ტურნე Automaton Tour დააანონსეს. ტურნე მიმდინარე წლის მაისში ტოკიოში დაიწყო და მის ფარგლებში ჯგუფი კონცერტებს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქალაქში გამართავს. მნიშვნელოვანია, რომ Jamirquai საქართველოს swored ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
De La Soul
ფოტო: Fact Magazine
ჯაზ-რეპისა და ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი ამერიკული ტრიო De La Soul 1987 წელს ნიუ-იორკში შეიქმნა. სწორედ მათ სახელს უკავშირდება ჯაზ-რეპისა და ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის განვითარება. ჯგუფის წევრები არიან: ნიუ-იორკელი რეპერი და პროდიუსერი Kelvin Marcer, David Jude Julicoleur და David Jude Julicoleur.
ტრიოს პირველი ალბომი 3-Feet High and Rising ჰიპ-ჰოპის ხელოვნების ნიმუშად ითვლება. 2006 წელს ჯგუფმა გრემის ჯილდო Gorillaz-თან ჩაწერილი სინგლით Feel Good inc მიიღო.
Cory Henry
ფოტო: Royal Artist Group
გოსპელის, ჯაზისა და ფანკის ცნობილმა ამერიკელმა შემსრულებელმა, ჯაზ-ორღანისტმა და პიანისტმა, კორი ჰენრიმ (CORY HENRY) მუსიკალური კარიერა 2006 წელს დაიწყო. მუსიკოსის კარიერის პირველი ნაბიჯები გოსპელისა და სხვა მუსიკალური ჟანრის შემსრულებელ ცნობილ არტისტებთან (Michael McDonald, P. Diddy, Boyz II Men, Kenny Garrett, The Roots, Israel Houghton, Donnie McClurkin, Kirk Franklin, and Yolanda Adams) ერთად, მასშტაბურ საკონცერტო ტურს უკავშირდება.
კარიერის განმავლობაში, კორი ჰენრის ორი ალბომი აქვს გამოშვებული - First Steps (2014 წელი) და The Revival (2016 წელი), ორივე ალბომმა მსოფლიო ჩარტების მოწინავე პოზიციები სწრაფადვე დაიკავა, კორი ჰენრის სინგლები ტოპ-ჯაზისა და ტოპ-გოსპელის ალბომების ნომინაციებში მოხვდა.
ჩამოთვლილ ვარსკვლავებთან ერთად, ჯაზ-ფესტივალზე Matthew Hartnett და MF ROBOTS წარდგებიან.
ფესტივალის პროგრამა და ბილეთები
კონცერტები 4 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება.
ფესტივალის პროგრამა:
- 27 ივლისი , 19:00 - კლუბი TAKE 5 - CORY HENRY AND THE APOSTLES
- 28 ივლისი , 19:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - JAMIROQUAI ; კლუბი TAKE5 Matthew Hartnett;
- 29 ივლისი , 19:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი DE LA SOUL ; კლუბი TAKE5 Lou Berry;
- 30 ივლისი , 19:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - JOSS STONE ; კლუბი TAKE5- MF ROBOTS
ბილეთების გაყიდვა 27 მარტს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მისი შეძენა ონლაინ ვებგვერდზე tkt.ge- ზე შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ამ დროისთვის დარჩენილია 100, 150 და 250 ლარიანი ბილეთები.
შეგახსენებთ, რომ ჯაზ-ფესტივალი 27 ივლისს დაიწყება და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. Black Sea Jazz Festival-ის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ პრომოუშენს“ (Eastern Promotions), მისი წარმდგენი კი თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსია. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა


კომენტარები