ქვიზი: რა იცი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ?
ფოტო: Financial Times
ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შესამცირებლად.
ეფექტური ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების დანერგვით შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს ენერგიის ფლანგვა, სათბურის აირების ემისია და წიაღისეული საწვავის გამოყენება. ეს არამხოლოდ კლიმატის ცვლილების პროცესს შეანელებს, არამედ ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც მნიშვნელოვნად შეამცირებს და დედამიწის ბინადრებს უფრო ჯანსაღ გარემოს შეუქმნის საცხოვრებლად. ამ ყველაფრის დროული გაანალიზებით კი, შევძლებთ მოქმედების იქამდე დაწყებას, სანამ ძალიან გვიანი იქნება.
ახლა კი, დროა შეავსო ქვიზი და გაიგო, რა იცი ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების შესახებ!
ქვიზი: რა იცი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ?
ტესტის დაწყება1 / 10 მოდი, მარტივი კითხვით დავიწყოთ: თუ იცი, ჩამოთვლილთაგან რომელია ენერგიის განახლებადი წყარო?
Giphy
Giphy
Giphy
Giphy
2 / 10 გავაგრძელოთ, რა არის ენერგოეფექტურობა?
Giphy
- ნაკლები ენერგიის გამოყენება იმავე შედეგის მისაღწევად
- ისეთი რაღაცების კეთება, რაც ენერგიას არ მოითხოვს
- შედეგებზე უარის თქმა ენერგიის დაზოგვის მიზნით
- რაც შეიძლება მეტი ენერგიის გამოყენება
giphy
Giphy
Giphy
Giphy
3 / 10 მზის პანელის შესახებ, ალბათ, გსმენია... თუ იცი, ზუსტად რა არის?
Giphy
- მოწყობილობა, რომლითაც მზეს ფოტოებს უღებენ
- მოწყობილობა, რომელიც აგრილებს ოთახს მზის სხივების გამოყენებით
- მოწყობილობა, რომელიც მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის
- მოწყობილობა, რომელიც ათბობს წყალს მზის სხივების გამოყენებით
Giphy
Giphy
Giphy
Giphy
4 / 10 ოდნავ გავართულოთ... ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ენერგიის განახლებადი წყარო?
Giphy
Giphy
Giphy
Giphy
Giphy
5 / 10 ახლა კი ნამდვილი გამოცდა უნდა ჩააბარო: ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის ენერგოეფექტური ნათურა?
Giphy
- ჰალოგენური ნათურა
- შუქდიოდიანი (LED) ნათურა
- კომპაქტური ლუმინესცენციური (CFL) ნათურა
- ინკანდესენტური ნათურა
Giphy
Giphy
Giphy
Giphy
6 / 10 შენი აზრით, ტრადიციულად, რომელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიხმარს ყველაზე მეტ ენერგიას?
Giphy
Giphy
Giphy
Giphy
Giphy
7 / 10 მაინტერესებს, რა იცი ენერგო აუდიტის დანიშნულების შესახებ?
Giphy
- ინკასატორების მსგავსად, შენობაში დახარჯულ ენერგიას ითვლის
- ალბათ, ელექტრო გაყვანილობის უსაფრთხოებას ამოწმებს
- ენერგო აუდიტი ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობებს აფასებს
- ამოწმებს, ვინმე საჭიროზე მეტ ენერგიას ხომ არ მოიხმარს და აჯარიმებს
Giphy
Giphy
Giphy
Giphy
8 / 10 რას იტყვი, როგორ შეგვიძლია, სახლში წყალი დავზოგოთ?
Giphy
- დღის რომელიმე კონკრეტულ მონაკვეთში მოვიხმაროთ
- მცენარეები არ მოვრწყათ
- ნაკლები წყალი დავლიოთ
- გადავკეტოთ ონკანი, როცა წყალს არ ვიყენებთ
Giphy
Giphy
Giphy
Giphy
9 / 10 დასასრულს ვუახლოვდებით, შენი აზრით, ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე ენერგოეფექტური ტრანსპორტი?
Giphy
Giphy
Giphy
Giphy
Giphy
10 / 10 და ბოლოს, როგორ შეიძლება სკოლაში ენერგია დავზოგოთ?
Giphy
- ზამთარში გათბობა არ ჩავრთოთ
- გამოვრთოთ განათება ცარიელ საკლასო ოთახებში
- წიგნების ნაცვლად კომპიუტერები გამოვიყენოთ
- ქაღალდზე აღარ ვწეროთ
Giphy
Giphy
Giphy
Giphy




კომენტარები