4 წიგნი, რომელიც ყველა ამომრჩეველმა უნდა წაიკითხოს, სანამ რამეს შემოხაზავს — კოკა ქამუშაძე
ფოტო: VELI.store
VELI.store წელსაც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ციფრული პარტნიორია. წიგნის ფესტივალი ის მოვლენაა, რომელსაც კითხვის ყველა მოყვარული თუ ახალი აღმოჩენების მაძიებელი ელოდება ხოლმე. თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით გაიმართება.
ამ ბლოგში კრეატიული სააგენტო პლეიმეიკერსის მმართველი პარტნიორი და მწერალი — კოკა ქამუშაძე თავის რჩეულ 4 წიგნს გიზიარებს, რომლებსაც წლის საუკეთესო, საფესტივალო ფასად სახლიდან გაუსვლელად შეიძენ:
"არჩევანის გაკეთება ყოველდღიურად გვიწევს, თუმცა არსებობს გამორჩეულად მნიშვნელოვანი არჩევანი, რომელსაც ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ბედის განსაზღვრა შეუძლია. როგორ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი ასეთ შემთხვევაში? როგორც ყველაფერში, ამაშიც წიგნები დაგვეხმარებიან. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ იმის გადაწყვეტაში, თუ ვინ შემოვხაზოთ საარჩევნო ყუთთან, შეიძლება მხატვრული ლიტერატურა დაგვეხმაროს. რა თქმა უნდა, წიგნებში ვერ ვიპოვით პასუხს იმაზე, თუ კონკრეტულად ვინ უნდა შემოვხაზოთ, მაგრამ ლიტერატურა იმას ნამდვილად მიგვანიშნებს რისი დროა: ცვლილების თუ ისევ არსებულ გარემოში ცხოვრების".
1. მიხეილ ჯავახიშვილი — ჯაყოს ხიზნები
მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნები — დავიწყოთ ქართულით. მიხეილ ჯავახიშვილის, ალბათ ყველაზე სკანდალური ქართული რომანი, რომელშიც პროტაგონისტი ყველაზე დიდი ანტაგონისტია, რომლის უუნარობის, რეალობისთვის თვალის არგასწორების და ლაჩრობის გამო, ხდება ის ადამიანური ტრაგედია, რომელიც რომანში ვითარდება.
2. ჯორჯ ორუელი — ცხოველების ფერმა
ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმა — ალბათ, უფრო მოსალოდნელი იყო ამ კატეგორიაში ამავე ავტორის სხვა რომანზე გვესაუბრა, თუმცა რაც 1984 წელს ხდება უკვე დამდგარი შედეგია, რომელსაც ცხოველების ფერმაში ჩაეყარა საფუძველი, ამიტომ ყოველთვის უკეთესია პრობლემა ჩანასახშივე დავინახოთ.
3. გაბრიელ გარსია მარკესი — პატრიარქის შემოდგომა
გაბრიელ გარსია მარკესის პატრიარქის შემოდგომა — ამბავი ადამიანის შემთხვევით გამეფებაზე, ხელისუფლების უსაზღვრო ძალაუფლებაზე, მის გარყვნაზე, აბსურდულობასა და ლპობაზე. ამბავი იმაზე, რომ ბოლოს ცუდი ზღაპარიც მთავრდება, მაგრამ ამ ზღაპრის დამთავრებამდე შესაძლოა, ჩვენი ცხოვრებაც დამთავრდეს.
4. არტ შპიგელმანი — მაუსი
ფოტო: VELI.store
არტ შპიგელმანის მაუსი — პულიცერის პრემიის ლაურეატი, რომან-კომიქსი. მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის ისტორიის სრულიად ახლებური თხრობა. გაგვახსენებს ისტორიას იმაზე თუ სადამდე მივყავართ გაანსხვავებული ადამიანების დევნას.
შეინახე ეს წიგნები სურვილების სიაში და შეიძინე საფესტივალო ფასად სახლიდან გაუსვლელად იმავე დღეს. სასაჩუქრე შეფუთვით კი, იმ მეგობრებს შეგიძლია გაუგზავნო, რომლებიც ფესტივალისთვის თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები