გზა უკვდავებისკენ? — ღეროვანი უჯრედების გენმოდიფიცირებით თაგვებს სიცოცხლე გაუხანგრძლივეს
მეცნიერებისა და მედიცინის განვითარება ჩვენს გარშემო სამყაროს ცვლის. ეს ახალ შესაძლებლობებს ხსნის და სიცოცხლის ხარისხს აუმჯობესებს. ერთ-ერთმა ასეთმა აღმოჩენამ, რომელიც ახლახანს ტაივანის მკვლევრებმა გააკეთეს, სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და იმედები გააჩინა.
ასეთი აღმოჩენები გადამწყვეტია, რადგან ისინი გზას უხსნიან მომავალს, რომელსაც ჯანდაცვის სრულად გარდაქმნა შეუძლია. მეცნიერების თქმით, ამ გზით მათ სიბერის დამარცხება სურთ.
და აი ისიც, ტაივანის ტაიპეის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ გენზე, რომელიც მოდიფიცირების შემთხვევაში, ავლენდა გასაოცარ ეფექტს თაგვების ხანგრძლივ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. გენეტიკური მოდიფიკაციის საშუალებით, ჯგუფმა თაგვების უჯრედები გაახალგაზრდავა. საბოლოოდ, ეს კარგად აისახა თაგვების მახსოვორბასა და ჯანმრთელობაზე.
საბოლოოდ, გენეტიკურმა ცვლილებამ არა მხოლოდ გაზარდა თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ მათი ახალგაზრდობა და სიცოცხლისუნარიანობა უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა.
"ეს იყო დიდი სიურპრიზი. ყველაფერმა მშვენივრად იმუშავა და რაც მთავარია, არ დაფიქსირებულა უარყოფითი გვერდითი მოვლენები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკრეტული მეთოდი უსაფრთხოა და ჩვენ მისი გამოცდა ადამიანებზეც შეგვიძლია", — თქვა კვლევის ავტორმა, ჩე-კუნ შენმა.
გზა უკვდავებისკენ?
თაგვებმა, რომლებმაც მიიღეს მოდიფიცირებული უჯრედები, საშუალოდ 5 თვით მეტხანს იცოცხლეს — ეს დაახლოებით 20 პროცენტით მეტია.
თაგვები არა მხოლოდ უფრო მეტხანს ცოცხლობდნენ, არამედ უკეთესი ჯანმრთელობაც ჰქონდათ. შესაბამისად, მათმა ფიზიკურმა და გონებრივმა შესაძლებლობებმა უფრო გვიან დაიწყეს შემცირება.
მკვლევრების თქმით, ეს ნიშნავს, რომ გენეტიკურ ცვლილებებს სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივება შეუძლია.
საინტერესოა, რომ ადამიანები ამ გენს ისევე ვატარებთ, როგორც თაგვები. საუბარია KLF1-ზე, რომელიც არეგულირებს სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებას. რაც მთავარია, ეს გენეტიკური ცვლილება შედარებით მარტივი შესასრულებელია ადამიანებზე, ვიდრე თაგვებზე.
ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება
დაბოლოს, თაგვებს, რომლებმაც KLF1-ის მოდიფიცირებული ვერსია შეუყვანეს, კიბოს მიმართ მდგრადობაც აღენიშნათ.
ექსპერტების თქმით, პროცესი დაძრულია და ეს გზა შეიძლება უკვდავებისკენაც მიდიოდეს. თუმცა, მანამდე ჯანმრთელობის ხარისხია გასაუმჯობესებელი და არც 20%-ით უფრო ხანგრძლივი სიცოცხლე გვაწყენდა.
კომენტარები