შალვა პაპუაშვილი

22 May. 2023, 13:54

არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ და საქართველოს უსაფრთხოებაში ხელებს აფათურებენ. გახსოვთ, შარშან ასეთმა ჯგუფებმა ხელოვნურად შექმნეს ის თემები, რაც დღეს საქართველოში ტრიალებს. ეს ეხებოდა რუსეთთან ვიზის დაწესებასა და საზღვრის ჩაკეტვას.

მაშინაც, ამ ისტერიული კამპანიის მიზანი იყო, მაშინაც ვამბობდით, რომ ეს იყო ქსენოფობიური კამპანია, რომელშიც ჩართული იყო მაშინდელი სახალხო დამცველი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. ჩვენ მაშინაც ვაფრთხილებდით, რომ ეს არის ქსენოფობიისკენ ბიძგი. 

[...] მოწოდება, რომ თითქოს რუსი ეროვნების ადამიანები მიუღებლები არიან, არ შემოვუშვათ, თუ ა.შ. ეს არის ბიძგი ქსენოფობიისკენ. 

ამბობს ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ პროტესტი, რომელიც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებას მოჰყვა, ქსენოფობიაა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ