გერმანიაში 300 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის ნაკვალევი აღმოაჩინეს
გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელმაც უძველესი ადამიანის ნაკვლევი აღმოაჩინა. შესაძლოა, ეს უძველესი ნაკვლაევი იყოს რაც კი ოდესმე ევროპაში აღმოუჩენიათ.
Quaternary Science Reviews-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საერთაშორისო ჯგუფი აღწერს 300 000 წლის წინანდელ ნაკვალევებს, ქვემო საქსონიის პალეოლითური ადგილის კომპლექსიდან.
მკვლევრების თქმით, ნაკვალევი ჰომო ჰაიდელბერგელს ეკუთვნის. ეს ასახავს გერმანიის იმ დროინდელ ეკოსისტემას.
"აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ის, თუ რა ხდებოდა 300 000 წლის წინ. ეს ადამიანის უძველესი ნაკვალევია რაც კი ოდესმე გერმანიის ტერიტორიაზე აღმოგვიჩენია", — თქვა კვლევის ავტრომა, ფლავიო ალტამურმა.
ნაკვალევების ანალიზის შედეგად, ჯგუფმა დაადგინა, რომ ის სამ ადამიანს ეკუთვნოდა. ერთი უნდა ყოფილიყო შედარებით ახალგაზრდა, რომელსაც თან ახლდა ორი ზრდასრული. მკვლევრების თქმით, ეს შემგროვებლების ჯგუფი იყო და არა მონადირეების.
მკვლერები განმარტავენ, რომ შენინგენის ამ ნაკვალევმა შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს მაშინდელ ადამიანებზე და მათ ცხოვრებაზე.
კვლევა შეგიძლიათ ჟურნალ Quaternary Science Reviews-ში ნახოთ.
კომენტარები