Twitter-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს — ვინ არის ლინდა იაკარინო
Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის ახალი აღმასრულებელი დირექტორი დაასახელა. მასკმა თანამდებობაზე ლინდა იაკარინო დანიშნა.
"მოხარული ვარ მივესალმო ლინდა იაკარინოს, როგორც Twitter-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს! ის უპირველეს ყოვლისა ბიზნეს ოპერაციებზე იქნება ფოკუსირებული, ხოლო მე პროდუქტის დიზაინსა და ახალ ტექნოლოგიებზე გადავერთვები", — დაწერა მასკმა.
ცნობილია, რომ იაკარინო NBCUniversal-ში სარეკლამო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი იყო. მან ეს თანამდებობა მასკის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მასკსა და იაკარინოს შორის მოლაპარკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შესაბამისად, ტვიტერის ახალ აღმასრულებელ დირექტორს მედიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
ის NBCUniversal-ში თითქმის 12 წლის განმავლობაში მუშაობდა და მისმა გუნდმა მთლიანობაში 100 მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლო.
კომენტარები