პრემიერი ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ ნარატივებს ისევ ავრცელებს — ამჯერად რა იკადრა
ფოტო: მთავრობა
რა მოხდა: პრემიერმინისტრი ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კიკვიძის ბაღში მივიდა დღეს, 9 მაისს, როგორც ამას რუსეთში აკეთებენ და არა 8 მაისს, როგორც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში.
- ჟურნალისტებთან საუბრისას, მას უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე ჰომოფობიური გამოსვლის შესახებ კითხეს, თუმცა პრემიერმა კრიტიკის მიუხედავად, უკან არ დაიხია და ამჯერადაც ტრანსოფობიური განცხადებები აკეთა.
- "მე ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი მოსახლეობის, ხალხის უმრავლესობაზე", — ამბობდა პრემიერმინისტრი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ჩაგრულ ჯგუფზე, ქვიარ თემზე საუბრისას.
- ამ დროს ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თანასწორია თუ არა ყველა ადამიანი, რაზეც ღარიბაშვილი იმეორებდა: "რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა".
- თუმცა, მისი შემდგომი განცხადებები, ამ სიტყვებს ცალსახად ეწინააღმდეგებოდა.
- "ეს უფლებები არის გარანტირებული კონსტიტუციით ჩემო ძვირფასებო, უფრო მეტიც, ჩვენ კანონით გავამყარეთ ეს ყველაფერი და არცერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ამ ქვეყანაში", — გვარწმუნებდა პრემიერი და უგულებელყოფდა დისკრიმინაციული მიდგომის არაერთ ფაქტს, რომელსაც ლგბტ ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.
რა თქვა: ღარიბაშვილი ამტკიცებდა, თითქოს ქვეყნის უმრავლესობა კონსერვატიულ ღირებულებებს იზიარებს, თუმცა არ უთქვამს, რომელ კვლევას ან მონაცემებს ეყრდნობა.
- "ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, მე ასე ვიტყოდი, დაახლოებით, ეს არის 90% იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ყველანი დღემდე მოვედით. ეს არის ქრისტიანული ფასეულობები. ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები. მე ამაზე მაქვს საუბარი", — თქვა პრემიერმა.
- "თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყნებში, იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით", — ჰკითხა მან ჟურნალისტს და პროპაგანდისტული, მანიპულაციური ნარატივების გაჟღერება გააგრძელა, თითქოს ევროპაში ბაღებსა და სკოლებში ბავშვებზე ზემოქმედებენ გენდერის შესაცვლელად.
- ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს მოუწოდეს, დაესახელებინა, რომელ ქვეყანაში ხდება ასე, პრემიერს კი პასუხი არ ჰქონდა და მხოლოდ ის თქვა, რომ ჟურნალისტებს თავად შეუძლიათ ინფორმაცია მოიპოვონ ამაზე, მათი ვალდებულება კი საზოგადოების ინფორმირებაა, რასაც გააკეთებენ.
გარდა ამისა, პრემიერს ჰკითხეს სოციალისტების ჯგუფიდან ქართული ოცნების შესაძლო გარიცხვის შესახებ, რაზეც მან თქვა, რომ პარტია იმსჯელებს და თავადაც გააკეთებენ დასკვნებს, შემდე კი ისევ ჰომოფობიური განცხადებები გააჟღერა.
- "თურმე ეს [კონსერვატიულ კონფერენციაში მონაწილეობა] არის მიუღებელი მათთვის, თურმე მიუღებელი არის ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები. მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას. თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია", — თქვა პრემიერმა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 5 მაისს ღარიბაშვილი უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციიის ერთ-ერთი სპიკერი იყო.
- კონფერენცია დევიზით — "ერთად ჩვენ ძლიერები ვართ" — ძირითადად ამერიკელი და ევროპელი კონსერვატორების მონაწილეობით იმართება, რადგან, როგორც AP წერს, ევროპაში იზოლირებული უნგრეთის პოპულისტური მთავრობა მოკავშირეებს და თანამოაზრეებს ეძებს.
- თავად ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს შეხვედრა "ფოკუსირებული იქნება ლიბერალების კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანებაზე".
- რაც შეეხება ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო პერიოდში უნგრეთის პრორუს პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან მეგობრობას ცდილობს, ეს საერთაშორისო ტრიბუნა ჰომოფობიური გზავნილების გასაჟღერებლად გამოიყენა.
- ჰომოფობია ღარიბაშვილისგან სიახლე ნამდვილად არ არის, თუმცა ადამიანს, რომლის სიტყვებმაც 5 ივლისს მასშტაბური ძალადობა წაახალისა, მსგავსი გამოსვლის შედეგებზე უფრო მეტი უნდა ეფიქრა.
ტრადიციები, სამშობლო, სარწმუნოება: ღარიბაშვილმა ჩამოთვალა ფასეულობები, რომლებიც მისი თქმით, საქართველოს მთელ ისტორიასა და კულტურას განსაზღვრავს და გამოსვლის უმეტესობა ამ საკითხებით მანიპულაციას დაუთმო.
- "ეს არის რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, მშობლების, წინაპრების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი", — განაცხადა მან.
- იქვე აღნიშნა ისიც, რომ ამ რთულ დროში უმთავრესი იარაღი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია.
- "რასაკვირველია, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის. ასე იყო ფაშიზმის შემთხვევაშიც, და არაერთხელ მთელს ისტორიაში", — თქვა პრემიერმა.
- შემდეგ კი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების განვითარებას დრამატული განახლებები უწოდა და საუბარი "მორალურ ორიენტირებზე" დაიწყო.
პრემიერმინისტრის ჰომოფობია: მალევე ამ ღირებულებების დაცვის მოტივით, ღარიბაშვილის გამოსვლას მძაფრი ჰომოფობიური და ტრანსფობიური ტონი დაემატა, რომელიც კარგად ნაცნობ პროპაგანდისტულ ელემენტებს შეიცავდა.
- კარგად ნაცნობს იმიტომ, რომ ამ მესიჯბოქსებს კრემლის პროპაგანდისტული მედია არაერთი წელია ავრცელებს, ბოლო წლებში კი ამ ფუნქციას საქართველოში ქართული მარში, ალტინფო და პოსტივი ითავსებენ.
- ღარიბაშვილი "ლგბტ პროპაგანდაზე" ალაპარაკდა — სანამ გავაგრძელებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არსებობს, არანაირი მსგავსი პროპაგანდა და ასე ჰომოფობები ქვიარ თემის მიერ ფუნდამენტური უფლებებისთვის ბრძოლას მოიხსენიებენ.
- "სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით — ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის — მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ეგრეთწოდებული სიახლეების იძულებით, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს", — თქვა მან.
- სქესის შეცვლის შიშებით უკვე არაერთი წელია მანიპულირებს რუსული პროპაგანდა, ამ ნარატივის ნაწილია ისიც, თითქოს ქვიარ თემის წევრები პატივს არ სცემენ ოჯახს და კულტურას, რაც სიმართლე არ არის.
- "ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს — არავის ინტერესები არ უნდა შეიზღუდოს სხვათა ინტერესების გამო", — თქვა პრემიერმინისტრმა, რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანაში უმცირესობების უფლებები რეალიზებული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არც კი უხსენებია.
სტრიქონებს შორის: ღარიბაშვილის ეს სიტყვები განსაკუთრებით საგულისხმოა იმ პერიოდში, როდესაც პრორუსულმა და ძალადობრივმა ალტ-ინფომ დააინიცირა კანონპროექტი, რომლის მიზანია, შეიზღუდოს ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება.
- მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ საკითხის განხილვას არ აპირებენ, ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა სხვა რამის მთქმელია.
- არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათთან აფილირებული მედიები და აქტორები ბოლო კვირებია აქტიურად ავრცელებენ ჰომოფობიურ მესიჯებს.
- ასევე, ღარიბაშვილმა გაიმეორა ჰომოფობების მიერ არაერთხელ გამოყენებული ნარატივი — თქვა, რომ არ დაუშვებენ უმცირესობების წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე, როგორც, უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე.
- გაუგებარია, ვინ და რატომ უნდა ენდოს ღარიბაშვილის ამ სიტყვებს, როცა მან არამხოლოდ დაუშვა, არამედ წაახალისა მასშტაბური ძალადობა უმცირესობის წარმომადგენლებზე.
- "ჩვენ, ასევე, ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვისაც ოჯახი ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა — ქალია, მამა კი — კაცი", — გააგრძელა პრემიერმა ჰეტერონორმატიული დოქტრინით.
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
კომენტარები