კატრინ კოლონა

28 Apr. 2023, 20:15

ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობაზე. ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე საათის წინ როცა ჩამოვედი, ვნახე ძალიან დიდი რაოდენობის ევროპული დროშები თბილისში; როგორც ვიცი, გაზაფხულზე იყო პროევროპული მანიფესტაციები და პროცენტული მონაცემები ქართველებისა, რომლებიც ემხრობიან საქართველოს გაწევრიანებას 85%-ია როგორც მითხარით, ბატონო მინისტრო. ეს არის ციფრი, რომელიც გვაფიქრებს და გვაძლევს მომავლის ხედვას. მე ვფიქრობ, რომ საქართველო არის ერთიანი ამ საკითხთან დაკავშირებით და აღიარებულიც არის, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და ჩვენ გვსურს, რომ ეს მომავალი კონკრეტული გახდეს.

ეს არის პროცესი, რომელიც არის კომპლექსური, რომელიც დაიწყო უკვე. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და ჩვენ ვართ საქართველოსთან ერთად, რომ დავეხმაროთ ამ გზაზე. აუცილებელია პროგრესი, წინსვლა. 

როგორ უნდა წავიდეთ წინ? როგორ უნდა მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი? ამისთვის საჭიროა იმ 12 პრიორიტეტის შესრულება, რომელიც ევროკომისიამ გასცა. რეფორმების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლებას, ინსტიტუციების დაცვას სხვადასხვა გავლენისაგან, წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ პლურალიზმს, სიტყვის თავისუფლებას. მხოლოდ ამის შედეგად მოახერხებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას, იმიტომ, რომ ეს არის ევროპული ღირებულებები. 

ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი კავშირი, მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზაზე გავლაში. ბატონმა მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია იმ წინსვლის შესახებ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდება, განსაკუთრებით საკანონმდებლო სფეროში და, რა თქმა უნდა, სხვებიც იქნება საჭირო. სხვა პარტნიორებთან ერთად, რა თქმა უნდა, მოწადინებულნი ვართ, რომ ხელი შევუწყოთ, დავაჩქაროთ ეს პროცესები, გზა არის გასავლელი, მაგრამ ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ ამ გზაზე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნათია თურნავა: ოთხმა ქართულმა ბანკმა SWIFT-ის ჩინურ ანალოგ CIPS-ში პირდაპირი წევრობის სურვილი გამოხატა
  2. OC Media: განქორწინების შემდეგ, ფაშინიანის მეუღლის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
  3. ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებების დაწყება სურს — ბოლო ცნობები ირანიდან
  4. მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
  5. ლავროვი: აშშ არ დაკმაყოფილდება მხოლოდ ვენესუელით, ირანითა და კუბით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი — ფორმაში გრძელდება — უყურეთ მეორე ეპიზოდს

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი ფორმაში გრძელდება და მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის საყვარელი სპორტსმენები…