ნატო ჩხეიძე

20 Apr. 2023, 14:01

ბატონო მინისტრო, აგერ თქვენი მოხსენების მერე ტაში იყო მმართველი პარტიიდან. ეს, ალბათ, უფრო წამახალისებელი ან პარტიული ტაში იყო და მე მინდა, შეგახსენოთ ვახტანგ ჯავახაძის ასეთი ფრაზა: "არ მოგატყუოს სიმაღლემ, არ შეგიტყუოს ტაშმა".

დიახ, რადგან ერთ შინა მეურნეობაზე, 21 წლის მონაცემების მიხედვით, თვიური შემოსავალი არის 72 ლარი და 40 თეთრი, ეს მოგეხსენებათ, საარსებო მინიმუმზე 4-ჯერ ნაკლებია. იქნებ, რაიმე დაპირება მისცეთ სოფლის მოსახლეობას, რომ საარსებო მინიმუმი მაინც გახდება მათი შემოსავალი სოფლად. აი, მაშინ კი იქნება ნამდვილად ის ტაში, რაც ყველა მუშაკისთვის იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პარტიული ტაშია.

ამ სიტყვებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას მიმართა. ის დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ