მსოფლიო მოსახლეობის რიცხვი სწრაფად გაიზარდა, განსაკუთრებით, გასული საუკუნის განმავლობაში. 1900 წელს დედამიწაზე 2 მილიარდზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა დღეისათვის ჩვენი რიცხვი, დაახლოებით, 8 045 311 488-ს შეადგენს.

ასევე იხილეთ: ქვის ხანიდან პლანეტის შეცვლამდე — დედამიწის 8 მილიარდი მკვიდრი გარდამტეხი მომენტის მოლოდინში

მსოფლიო პოპულაციის ცვლილებებს ორი ცვლადი განსაზღვრავს: ჩვილებისა და დაღუპულების რაოდენობა.

რამდენი ჩვილი იბადება ყოველწლიურად?

პირველი გრაფიკი გვიჩვენებს შობადობის წლიურ რაოდენობას 1950 წლიდან და მოიცავს გაეროს პროგნოზს 2100 წლამდე. როგორც გრაფიკზე ხედავთ, 1950 წელს დაიბადა 92,08 მილიონი ბავშვი, ხოლო 2022 წელს — 133,99 მილიონი.

რაც შეეხება მეორე გრაფიკს, იგი ასახავს შობადობის ყოველწლიურ მაჩვენებელს მსოფლიო რეგიონების მიხედვით.

რამდენი ადამიანი კვდება ყოველწლიურად?

პირველი გრაფიკი გვიჩვენებს სიკვდილიანობის ყოველწლიურ მაჩვენებელს 1950 წლიდან საუკუნის ბოლომდე (გაეროს პროგნოზით). 2022 წელს 67,1 მილიონი ადამიანი დაიღუპა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო პოპულაცია 65,81 მილიონით (0,84%-ით) გაიზარდა.

მეორე გრაფიკზე კი ასახულია სიკვდილიანობის ყოველწლიური მაჩვენებელი მსოფლიოს რეგიონების მიხედვით.

როდის შეწყდება მსოფლიო პოპულაციის ზრდა?

როდესაც დაღუპულთა რიცხვი მიუახლოვდება ჩვილების რაოდენობას, გლობალური მოსახლეობის რაოდენობის ზრდა დასრულდება. და მაინც, როდის მოხდება ეს?

პროგნოზები აჩვენებს, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შობადობის წლიური რაოდენობა, დაახლოებით, 130-დან 140 მილიონამდე შენარჩუნდება. თუმცა, საუკუნის მეორე ნახევრისთვის, ეს რიცხვი კლებას დაიწყებს. მსოფლიო მოსახლეობის დაბერებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა წლიური რიცხვი საუკუნის ბოლოს შობადობის რიცხვს გაუტოლდება. შესაბამისად, მსოფლიო პოპულაციის ზრდის შეწყვეტას საუკუნის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.