ნიკა მელია

12 Apr. 2023, 15:59

ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო. ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია. ბრიტანეთის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV. მოკლე კომენტარს გავაკეთებ BBC-ზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, ვრცლად მოგვიანებით.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე — რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც დღეს "გამოსავალს", "ახსნასა" და "განმარტებას" ეძებენ...

შედიან დეტალებში, როდესაც პრობლემა არა დეტალებში არამედ არსშია. მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა, კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისათვის. ახლა კი ვურჩევ მათ, ვინც "გამოსავალსა" და "ახსნას" ეძებს: მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება.

ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე — ამ გამარჯვებას კი სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა "დავალებიდან" გამომდინარე. თუ ქართული ოცნების დეპუტატებს ვთხოვთ, ან ვთხოვდით ჰქონოდათ სწორი რეაქცია და ამოსავალი წერტილი ყოფილიყო სწორი და არა მოსახერხებელი პოზიცია, ამ შემთხვევაში იმავეს ვისურვებდი ნებისმიერისაგან — ჰქონდეთ ისეთივე რეაქცია, როგორიც ექნებოდათ — ეს რეპორტაჟი, რომ ნებისმიერ სხვას შეხებოდა.

წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში. BBC-ის ცნობით, თაღლითობის გლობალურმა ქსელმა მილიარდ დოლარზე მეტი მიითვისა. გამოცემის ვარაუდით, ამ კომპანიების უკან დგას დავით კეზერაშვილიც, მაგრამ არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს ქსელთან დააკავშირებს — თუმცა, მისი სახელი ფიგურირებს პანამას დოკუმენტებში, როგორც თაღლითურ ქსელთან დაკავშირებული კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებლის ან მეწილის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის…