ილია დარჩიაშვილი

9 Apr. 2023, 13:20

ზუსტად 34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს,როდესაც სახელმწიფოებრიობის დასაცავად რუსთაველის გამზირზე გამოსული ქართველი ხალხი საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ჯარმა დაარბია, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო — ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის — ბრძოლა, რომელიც ქართველი ხალხის გაცნობიერებულ არჩევანად იქცა და დღემდე გრძელდება.

მიუხედავად მსხვერპლისა და დაღვრილი სისხლისა, 9 აპრილს ჩვენი ერის გამარჯვების დღედ მივიჩნევ — ისტორიული მნიშვნელობის დღედ, რომელმაც საქართველოს ეროვნული მოძრაობა გაააქტიურა და ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა: ზუსტად ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

ასე შეიძინა ორმაგი დატვირთვა 9 აპრილმა, რომელმაც ერის მოუშუშებელი ტკივილი და გამარჯვება გააერთიანა. დამოუკიდებლობის ისტორია 1991 წელს არ მთავრდება. მონაპოვრის დასაცავად ბრძოლა დღემდე გრძელდება. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელებს ისტორია ინახავს, მაგრამ გმირობა ხომ მხოლოდ ბრძოლის ველზე არ ვლინდება, გმირები ჩვენს გვერდითაც ცხოვრობენ, ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებენ ქართულ საქმეს და ქვეყნის მომავალს ქმნიან.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახში დაბრუნების იდეას ეფუძნება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად განაგრძობს სვლას ამ მიმართულებით. ეს შეუქცევადი პროცესია, რადგან საქართველო ევროპული სახელმწიფოა, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი სტრატეგიულ მიზნად აქცია. ამ მიზნის მიღწევა კი მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცითაა შესაძლებელი. რეგიონში არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, დღეს საქართველო დამოუკიდებლობასა და მშვიდობიან კურსს ინარჩუნებს. ჩვენი ქვეყანა ურთულეს გზას გადის, მაგრამ დაუღალავი შრომით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით ჩვენ აუცილებლად გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე — დიდი მადლობა მათ, ვინც საკუთარი თავდადებით თავისუფლებისკენ სავალი გზა გაგვიკვალა!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  2. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  3. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  4. რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
  5. უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო

გასულ ზაფხულს, ღამის მორიგეობისას, ნიუ იორკში, მაუნთ საინაის საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, დოქტორი…