ლევან მურუსიძე

6 Apr. 2023, 15:28

რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომელიც ხორციელდებოდა, მცდელობები იყო დასაწყისში ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით. ჩვენს ქვეყანაში შეიქმნენ პოლიტიკური პარტიები. შემდგომ, ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნული შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული, რომ ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ საელჩოს ჰქონდა ყოველთვის მცდელობა, რომ მას გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, შესაბამისად, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. 

ახლა, რატომ უნდა გაეკონტროლებინათ სასამართლო სისტემა, მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს, ამას ყველას მე გეტყვით და მოგიყვანთ მაგალითს. იცით, რომ ჯერ ქალბატონი დეგნანი კონკრეტულ საქმეებზე რამდენჯერმე გამოდიოდა და იძახდა, რომ სასამარლოს კონკრეტული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არის უკანონო და არ არის დასაბუთებული. ჩემთვის გასაკვირი იყო ყოველთვის, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულად საქმეებში, მაგრამ ზუსტად აქ ჩანდა მისი მიზანი. 

რეალურად, ამ დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი და ეს მდგომარეობს შემდეგში — თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები და რაც შეესაბამება მის პოლიტიკას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომელიც დავასანქცირეთ. 

ამბობს აშშ-ის სახელმწიფონ დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც ე.წ. სასამართლო კლანის გავლენიან წევრად მიიჩნევა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული…